ასკლეპი (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| ასკლეპი | |
| ლათ. Asclepi | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.03 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 40.56 კმ[2] |
| მოცულობა | 1233.91 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.20 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | ჯუზეპე ასკლეპი |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 55.19° ს. გ. 25.52° ა. გ. / 55.19° ს. გ. 25.52° ა. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| ასკლეპი | |
კრატერი ასკლეპი (ლათ. Asclepi) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომის, ჯუზეპე ასკლეპის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება პრე-ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერს სახელი „ასკლეპი“ ეწოდა მისი ეპონიმის ჯუზეპე ასკლეპის (იტალ. Giuseppe Maria Asclepi; იხილეთ აგრეთვე ასკლეპიადე, ასკლეპიადე სამოსელი, ასკლეპიოსი) მიხედვით. ინგლისურად კრატერის სახელწოდება (ინგლ. Asclepi)[2] შეესატყვისება ეპონიმს, ისევე როგორც რუსულიც (რუს. Асклепий)[3]. ქართულადაც ეპონიმის შესატყვისი უნდა იყოს კრატერის სახელწოდება.
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის უახლოესი მეზობლებია ბეკონის კრატერი ჩრდილო-დასავლეთით; იდელერის კრატერი ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთით; პიტისკუსის კრატერი ჩრდილო-აღმოსავლეთით; ჰომელის კრატერი აღმოსავლეთით; ნეარქუსის კრატერი სამხრეთ-აღმოსავლეთით; მუტის კრატერი სამხრეთ-აღმოსავლეთით; და ტანერუსის კრატერი სამხრეთ-დასავლეთით.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 55°11′S 25°31′E / 55.19° ს. გ. 25.52° ა. გ., დიამეტრი — 40.56 კმ,[2] სიღრმე — 2.20 კმ.[1]
კრატერის კიდე ძლიერ დაზიანებულია მისი არსებობის განმავლობაში მომხდარი დარტყმების შედეგად და პრაქტიკულად გასწორებულია მიმდებარე რელიეფთან; თავად კრატერი უბრალოდ ჩაღრმავებად იქცა. კიდე მიმდებარე რელიეფიდან 1030 მეტრით მაღლა ადის.[1] კრატერის აუზის ფსკერი შედარებით ბრტყელია, შესამჩნევი სტრუქტურების გარეშე. თანამგზავრული კრატერი ჰომელ K კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება. კრატერის მოცულობა 1233.91 კმ³-ია.[1]
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ასკლეპი | კოორდინატები | დიამეტრი, კმ |
|---|---|---|
| A | 53°06′S 23°01′E / 53.1° ს. გ. 23.01° ა. გ. | 13.4 |
| B | 54°14′S 23°50′E / 54.24° ს. გ. 23.83° ა. გ. | 17.3 |
| C | 53°35′S 23°33′E / 53.58° ს. გ. 23.55° ა. გ. | 9.6 |
| D | 53°40′S 24°05′E / 53.66° ს. გ. 24.09° ა. გ. | 17.9 |
| E | 52°16′S 24°09′E / 52.26° ს. გ. 24.15° ა. გ. | 6.4 |
| G | 53°30′S 24°48′E / 53.5° ს. გ. 24.8° ა. გ. | 4.9 |
| H | 52°48′S 25°12′E / 52.8° ს. გ. 25.2° ა. გ. | 18.2 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- 1 2 3 4 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Asclepi
- ↑ С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
- ↑ Кратер Асклепий на карте LAC-127.. ციტირების თარიღი: 2020-07-05
