ასკანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ასკანის IV ჩიხი)
ასკანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები ფეთხაინის II აღმართი ( მიძინების აღმართი), ნიკო მარის I ქუჩა

ასკანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (კლდისუბანი); ბეთლემის ქუჩიდან გომის ქუჩამდე, წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. ადრე ერქვა ფეთხაინის II აღმართი (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე), მეორენაირად — მიძინების აღმართი. სახელწოდება უკავშირდებოდა ბეთლემის (ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ზედა ეკლესიას (ყოფილი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია). 1925 წელს ნიკო მარის I ქუჩა დაერქვა, 1938 წელს — ასკანის ქუჩა. ქუჩაზე და ჩიხებში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 შესახვევი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ქვემო გომის შესახვევი, ხოლო გომის ქუჩის მონაკვეთი ბეთლემის აღმართიდან ასკანის შესახვევამდე — როგორც ასკანის შესახვევი), 4 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]