ასიფ მაჰარამოვი
ასიფ მაჰარამოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Asif Məhərrəmov |
დაბადების თარიღი |
26 ივლისი 1952 აღდამი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
1 ივლისი, 1994 (41 წლის) იალტა, უკრაინა |
გარდაცვალების მიზეზი | ტუბერკულოზი |
დაკრძალულია |
გმირთა ხეივანი, ბაქო, აზერბაიჯანი 40°21′41″N 49°49′16″E / 40.361320° ჩ. გ. 49.821174° ა. გ. |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ქვეშევრდომობა |
სსრკ→ აზერბაიჯანი |
შვილ(ებ)ი | აზერ მაჰარამოვი |
მშობლები |
მამა: იუსიფ მაჰარამოვი დედა: მაჰლიქა მაჰარამოვა |
ჯილდოები | |
ბრძოლები | ყარაბაღის ომი |
ასიფ იუსიფის ძე მაჰარამოვი (აზერ. Asif Yusif oğlu Məhərrəmov, დ. 26 ივლისი 1952, აღდამი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ – გ. 1 ივლისი 1994, იალტა, უკრაინა) — აზერბაიჯანელი სამხედრო მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული გმირი, ყარაბაღის ომის მონაწილე.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასიფ მაჰარამოვი, 1952 წლის 26 ივლისს, აზერბაიჯანის ქალაქ აღდამში დაიბადა.[1] 11 შვილიანი ოჯახის, პირველი ბავშვი იყო.[2] მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა გაჭირვებულად გაატარა, იგი ბავშვობიდან ბოქსითა და ფეხბურთით იყო დაკავებული.[3]
1969 წელს, აღდამის პირველი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, ამავე ქალაქის ავტონაწილების დამამზადებელ ქარხანაში მუშაობას იწყებს.[4] ორი წლის შემდეგ, 1971 წლის 31 ოქტომბერს, მას აღდამის კინოთეატრში ჩხუბის გამო დააკავეს და 2 წელი მიუსაჯეს, სადაც იგი 8 თვე გაატარა. 1976 წელს გოგო გაიტაცა, რომელთან ერთად მცირე დროის ცხოვრების შემდეგ, მოულოდნელად ავარიაში მოჰყვა. ავარიის დროს, სასწრაფო დახმარების მანქანის დაზიანების გამო, მას 4,5 წელი მიუსაჯეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მეგობრებთან მოსკოვში გადავიდა, თუმცა, მალევე თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, სადაც რესტორანი გახსნა.
ყარაბაღის ომში ჩართვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის 15 ნოემბერს, თავის ძმებთან ერთად, „სახალხო ფრონტის“ ბატალიონი შექმნა, რომელიც თავი 31 დეკემბერს, რამდენიმე ოკუპირებული სოფელის გათავისუფლებისას გამოიჩინა. ომის დროს, აღდამის სოფელ მურადბეილის სამხედრო ნაწილიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებმა, საბრძოლო მასალების გატაცება სცადეს, რის წინააღმდეგ ასიფ მაჰარამოვი გამოვიდა და დააკავა ისინი. ამ დამსახურებისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, დადაშ რზაევმა მას პოლკოვნიკ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.[2]
1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, ხოჯალოელ მოსახლეობას ევაკუაციასა და სამშვიდობო კორიდორის გახსნაში ეხმარებოდა. ამავე წლის 7 მარტს, 859-ე ბატალიონის მათაურად ინიშნება, რომელიც ტერიტორიების მინებისგან გაწმენდაში იყო ჩართული. ხოლო სამი დღის შემდეგ, 10 მარტს, მისი მეთაურობით კიდევ რამდენიმე სოფელი გათავისუფლდა.
1992 წლის 24 ივნისს, სოფელ ნახიჩევანლისთან ასიფი მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ, უკან საბრძოლო ველზე დაბრუნდა. თუმცა, ომის დროს ყუმბარის აფეთქებისას, მისი ფილტვი დაზიანდა.
1993 წლის 23 ივლისს, როდესაც აღდამის რამდენიმე სოფლის ოკუპაცია მოხდა სომხების მიერ, ასიფი ამ დროს ბაქოს ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში იწვა. ციხესა და ომში გატარებული წლების მძიმე ტვირთიდ, იგი ტუბერკულოზით დაავადდა.
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუბერკულოზით დაავადებული მაჰარამოვი, 1994 წლის 1 ივლისს, უკრაინის ქალაქ იალტაში გარდაიცვალა, სადაც სამკურნალოდ იყო წასული.
1994 წელს, ბაქოს გმირთა ხეივანში დაკრძალეს.
გმირის წოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად ასიფს ეროვნული გმირის წოდება, 1992 წლის 7 დეკემბერს მიანიჭეს, თუმცა იგი ამაზე უარი განაცხადა. ხელახლა გმირის წოდება, მისი სიკვდილიდან 4 წლის შემდეგ, 1998 წელს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევმა მიანიჭა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსტაფა ჩემენლი. „Fred Asif“ (რომანი). ბაქო: გამომ. გენჩლიქი, 1996, 2010, 216 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასიფ მაჰარამოვი[მკვდარი ბმული]
- QƏHRƏMANLAR UNUDULMUR[მკვდარი ბმული]
- ვუგარ ასკეროვი. აზერბაიჯანის ეროვნული გმირები. ბაქო. გამომ. „Respublika Xatirə Kitabı Redaksiyası“, ბაქო, 2005. 251 გვ. (აზერბაიჯანული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Qəhrəmanlar unudulmur! Milli qəhrəman Asif Məhərrəmov. news.lent.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 December 2015.
- ↑ 2.0 2.1 Qəhrəmanlığın yolu. Təzadlar (qəzet). ციტირების თარიღი: 29 December 2015.
- ↑ Ən çox küçə döyüşü Ağdamda aparılıb. Üç nöqtə (qəzet) (13 July 2011). ციტირების თარიღი: 30 December 2015.
- ↑ Azərbaycana sadiq qəhrəman.... Şərq (qəzet) (20 iyul 2011). ციტირების თარიღი: 29 December 2015.