ასინარიის კარიბჭე


ასინარიის კარიბჭე (იტალ. Porta Asinaria) — კარიბჭე რომის ავრელიანეს კედლებში.[1] მას ზემოდან ადგას ორი გამოწეული კოშკი და მათთან დაკავშირებული საგუშაგო ოთახები. იგი აშენდა 271-275 წლებში, კედლის მშენებლობასთან ერთად. სხვა კარიბჭეებისგან განსხვავებით, იგი არ გადაუკეთებია ან გაუმაგრებია ჰონორიუსს და არც თეოდორიხს აღუდგენია.[2]
სწორედ ამ კარიბჭის გავლით შევიდნენ ქალაქში აღმოსავლეთ რომის ჯარები გენერალ ველისარიუსის მეთაურობით 536 წელს, როდესაც მათ დაიბრუნეს ქალაქი ბიზანტიის იმპერიისთვის ოსტგუთებისგან.
მე-16 საუკუნისთვის ის უკვე გადატვირთული იყო მოძრაობით. კედლებთან ახლოს გაკეთდა ახალი გასასვლელი, რომ შექმნილიყო კარიბჭე სან ჯოვანი. ამ დროიდან ასინარიის კარიბჭეში მოძრაობა შეწყდა.მრავალი წლის განმავლობაში ის სრულიად გამოუყენებელი იყო, შესასვლელის კედლით ამოქოლვის გამო. ის ხელახლა მხოლოდ 1956 წელს, მნიშვნელოვანი რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა, თუმცა ამჟამად მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელად გამოიყენება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Platner, Samuel Ball; Ashby, Thomas. A Topographical Dictionary of Ancient Rome.. Oxford University Press (1929). ციტირების თარიღი: 8 June 2022
- Parker, John Henry (1874). The archaeology of Rome.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Porta Asinaria, Roma Segreta (in Italian)
- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ასინარიის კარიბჭე