ასილისენეს ზავი
იერსახე

ასილისენეს ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება რომის და სასანიანთა იმპერიებს შორის, რომელიც დაიდო თეოდოსიუს I-სა და შაპურ III-ს დროს 384 წელს, ხოლო განმეორებით 387 წელს.[1]
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად 384, ხოლო მოგვიანებით 387 წელს დადებული ხელმეორე ხელშეკრულებით იმპერიებმა ერთმანეთში გაიყვეს სომხეთის სამეფო.[2] სასანიანებმა მიიღეს სომხეთის სამეფოს დიდი ნაწილი სახელად პერსარმენია, ხოლო რომაელებმა შეინარჩუნეს სოფენე და მცირე სომხეთი.[3] სამშვიდობო ხელშეკრულებით შეიქმნა ახალი სასაზღვრო ხაზი ორ იმპერიას შორის, რომელიც გადიოდა ერზრუმიდან მუშამდე.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომის იმპერიამ იბერიის სამეფო სასანიანთა იმპერიის საკუთრებად აღიარა. სასანიანთა გავლენის გაზრდის, შედეგად ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა ზოროასტრიზმი.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რომის სომხეთი
- სასანიანთა სომხეთი
- რომაულ-სპარსული ომები
- სამშვიდობო ხელეშეკრულებების სია
- ზოროასტრიზმი საქართველოში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hebblewhite, Mark (2020). Theodosius and the Limits of Empire. Routledge. ISBN 9781032237657.
- Lang, David Marshall (1970). Armenia: Cradle of Civilization. George Allen & Unwin Ltd.
- Rayfield, Donald (2012). Edge of Empires: A History of Georgia. Reaktion Books. ISBN 9781780230702.
- Suny, Ronald Grigor (1994). The Making of the Georgian Nation. Indiana University Press. ISBN 978-0253209153.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rayfield, Donald (2012). Edge of Empires: A History of Georgia. Reaktion Books. ISBN 9781780230702.
- ↑ Lang, David Marshall (1970). Armenia: Cradle of Civilization. George Allen & Unwin Ltd.
- ↑ Hebblewhite, Mark (2020). Theodosius and the Limits of Empire. Routledge. ISBN 9781032237657.
- ↑ Suny, Ronald Grigor (1994). The Making of the Georgian Nation. Indiana University Press. ISBN 978-0253209153.