ასენის დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასენის დინასტია (ბულგ. Асеневци; ბერძ. Ασάνηςასანები) — შუა საუკუნეების ბულგარეთის სამეფო დინასტია 1187–1280 წლებში. საფუძველი ჩაუყარეს ძმებმა ბოლიარებმა — ასენ I-მა და პეტრემ, რომელთაც გააერთიანეს ბულგარელები და ვლახები, სათავეში ჩაუდგნენ ანტიბიზანტიურ ამბოხებას (1186–1187), მიაღწიეს ბიზანტიისგან დამოუკიდებლობას და შექმნეს ბულგართა მეორე სამეფო. ასენ I-ისა (1187–1196) და მისი თანამმართველი ძმის პეტრეს (1187–1197) შემდეგ გამეფდა მათი უმცროსი ძმა კალოიანი (1197–1207). შემდეგ მეფობდნენ ასენის დინასტიის წარმომადგენლები: ბორილი (1207–1218), ივან ასენ II (1218–1241). ასენის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლების კალიმან I-ის (1241–1246), მიხაილ I ასენის (1246–1257), კალიმან II-ის (1257–1258), კონსტანტინე ასენ ტიხის (1258–1277), მიხაილ II ასენის (1277–1279) მეფობაში გაძლიერდა ფეოდალური დაქუცმაცება, რაც დააჩქარა მონღოლთა შემოსევამ და ივაილოს აჯანყებამ 1277–1280 წლებში. ასენის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ივან ასენ III-ის (1279–1280) ბიზანტიაში გაქცევის შემდეგ შეწყდა ასენის დინასტიის არსებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]