ასები (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ასები
ტიგრ. ዓሰብ
ქვეყანა ერიტრეის დროშა ერიტრეა
პროვინცია დებუბავი-კეი-ბაჰრი
კოორდინატები 13°00′28″ ჩ. გ. 42°44′28″ ა. გ. / 13.00778° ჩ. გ. 42.74111° ა. გ. / 13.00778; 42.74111
ცენტრის სიმაღლე 16
მოსახლეობა 101 284 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+3
ასები (ქალაქი) — ერიტრეა
ასები (ქალაქი)

ასები (ტიგრ. ዓሰብ, ინგლ. Assab) — ქალაქი ერიტრეაში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში. პორტი წითელ ზღვაზე. მოსახლეობა — 101 284 ადამიანი (2012 წელი). ქალაქი მდებარეობს ერიტრეის დებუბავი-კეი-ბაჰრის პროვინციაში და მისი ადმინისტრაციული ცენტრია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასების რაიონი გახდა პირველი იტალიური ტერიტორია აღმოსავლეთ აფრიკაში (1869 წლიდან, საბოლოოდ 1882 წლიდან). ამ ტერიტორიის გაფართოების შედეგად შეიქმნა იტალიის ერიტრეის კოლონია.

1941 წლის ივნისში ქალაქი, როგორც უკანასკნელი იტალიური პორტი წითელ ზღვაში, აიღო ბრიტანეთის ჯარმა.[1] 1952 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანხმობით შეიქმნა ეთიოპიისა და ერიტრეის ფედერაცია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქალაქი ასები.

1998—2000 წლებში ასების პორტის დაუფლებისათვის ერიტრეასა და ეთიოპიას შორის მიმდინარეობდა ომი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი და პორტი ასები მდებარეობს ერიტრეის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, წითელი ზღვის სანაპიროზე, ქვეყნის დედაქალაქ ასმერადან 480 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. ასების ყურეში მდებარეობს დაახლოებით 30 კუნძული.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (აშენებულია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიერ), ასების საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, როგორც ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ვაჭრობისათვის, ასევე ეთიოპიის მთლიანი საგარეო ვაჭრობისათვის; ასების პორტის მეშვეობით უცხოეთში გადის ეთიოპიის ექსპორტის დიდი უმეტესობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]