ასაქცევი

ა) — განივი
ბ) — ნახევრადგრძივი
ვ) — გრძივი
ასაქცევი — ერთლიანდაგიანი რკინიგზის ხაზების გამყოფი პუნქტი, რომელიც განკუთვნილია მატარებელთა შესახვედრათ და გადასასწრებად, ასევე რომელთაც აქვთ სალიანდაგო განვითარება.[1]
- შეხვედრა — ერთლიანდაგიან ხაზებზე შემხვედრი მატარებლების გატარება: წყვილის და კენტის.
- გადასწრება — სადგურზე შემოსულ მატარებელს გადაუსწრებს იმავე მიმართულებით მოძრავი მეორე მატარებელი, უფრო მეტად საჭირო; როგორც წესი, გადასასწრები მატარებელი — სატვირთოა, გადამსწრები — სამგზავრო, ან გადასასწრები — სამგზავრო, გადამსწრები — ჩქარი.
ასაქცევის სალიანდაგო განვითარება დამოკიდებულია რკინიგზის მონაკვეთის მიმართულების მოძრაობის ზომაზე და მთავარის გარდა აქვს ერთიდან სამამდე მიმღებ-გამშვები ლიანდაგი. ჩვეულებრივ ასაქცევებზე არსებობენ სამგზავრო შენობები, შერწყმული სადგურის მორიგის შენობასთან, ბაქნები ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელებით მგზავრების ჩასაჯდომ-ჩამოსასვლელად, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების მოწყობილობები, ისრული გადამყვანების პოსტები, საცხოვრებელი სახლები.
მატარებელთა შეხვედრისა და გადასწრების ოპერაციების გარდა ასაქცევებზე ხორციელდება მგზავრების ჩაჯდომა და ჩამოსვლა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მცირე მოცულობით ნაყარი ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა. ასეთ შემთხვევებში გადასატანი ტვირთების დოკუმენტების გაფორმება დატვირთულ ან დაცლილ ვაგონებზე ჩვეულებრივ ხორციელდება მეზობელ შუალედურ საყრდენ სადგურზე.
მატარებელთა შესახვედრათ, მიმღებ-გამგზავნი ლიანდაგების მდებარეობაზე დამოკიდებულებით, ასაქცევები არსებობენ სამი ტიპის:
- განივი — მიმღებ-გამგზავნი ლიანდაგები მდებარეობენ ერთი მეორის პარალელურად, დაახლოებით ტოლი სიგრძეებით და ერთდებიან სადგურის საზღვართან;
- გრძივი — მიმღებ-გამგზავნი ლიანდაგები გადაადგილებულია მატარებლების მოძრაობის საწინააღმდეგოდ, შედეგად, ასაქცევი აღმოჩნდება დაგრძელებული სიგრძეში;
- ნახევრადგრძივი.
განივი ასაქცევების უპირატესობები მცირე სიგრძის სადგურის მოედანი, კომპაქტურობა მართვაში, უპიროვნო გამოყენების ყველა გზები (მასზე მიიღება წყვილი და კენტი მიმართულების მატარებლები); ნაკლოვანებები — მატარებელთა გაუჩერებელი შეხვედრის განხორციელების შეუძლებლობა. ასაქცევის ეს ტიპი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის რკინიგზებზე.
მიმღებ-გამშვები ლიანდაგების გრძივი და ნახევრადგრძივი მდებარეობის ასაქცევების ნაკლოვანებებია ისრული გადამყვანების განთავსების ფართო სივრცე, რაც საგრძნობია მათი ხელით მართვის დროს. ეს ფაქტორი გამორიცხულია, თუ ისრული გადამყვანების ხელით მართვა არ გამოიყენება. ასაქცევების ასეთი ტიპი გავრცელებულია რუსეთის ფედერაციის რკინიგზაზე, ხოლო 2000—2010-იან წლებში საბჭოთა პერიოდში ადრე არსებული მთელი რიგი განივი ასაქცევები გადაკეთდა გრძივ ტიპებად (მაგალითად, ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Общий курс железных дорог / Ю. И. Ефименко, М. М Уздин, В. И. Ковалёв и др. — М.: Издательский центр «Академия», 2005. ISBN 5-7695-2046-9.
- Общий курс железных дорог / В. Н. Соколов, В. Ф. Жуковский, С. В. Котенкова, А. С. Наумов — М.: УМК МПС России, 2002. ISBN 5-89035-069-2.
- Сычев Е. И., Телятинская М. Ю. Проектирование железнодорожных разъездов, обгонных пунктов и промежуточных станций // М.: Московский государственный университет путей сообщения (МИИТ), 2002. — 55 с. ISBN 9975-941-93-1.