ასაფ ზეინალის ქუჩა
ასაფ ზეინალის ქუჩა (აზერბ. Asəf Zeynallı küçəsi) — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, იჩერი-შეჰერის ისტორიულ უბანში (ძველი ქალაქი), კოშკის ქუჩიდან კიჩიკ გალას ქუჩამდე მდებარე ქუჩა. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მარშრუტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღნიშნული ქუჩა კომპოზიტორ ასაფ ზეინალის სახელს ატარებს (1909-1932)
წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ უძველეს ქუჩას [1]. 1939 წლამდე მას უწოდებდნენ დიდ მინარეთს [2].
საბჭოთა პერიოდში ქუჩის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ცნობილი იყო მთელი ქალაქის „ქაბაბი მამედალით“ [3].
ნაგებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასაფ ზეინალის ქუჩაზე არაერთი ცნობილი და ისტორიული შენობაა განთავსებული. მათ შორის აღსანიშნავია:
სახლი №11 - სამხატვრო გალერეა „აფშერონი“; სახლი №18 - სეიდი იაჰიას მეჩეთი (XVII საუკუნის დასაწყისი); სახლი №25- შეიხ იბრაჰიმის მეჩეთი (XV საუკუნის დასაწყისი); სახლი №39 - ბაბა კუხი ბაქოვის მეჩეთი; სახლი №45 - განის მამედოვის სახლი (1908 წელი), აღნშნული შენობა ყოფილი საცხოვრებელი კორპუსია, მდებარეობს ბაქოს ისტორიულ უბანში, იჩერი შეჰერთან, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლს. სახლი №49 - ჯუმას მეჩეთი - შიიტური მეჩეთი, განლაგებული აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მის ისტორიულ ნაწილ იჩერი-შეჰერში. ჯუმას მეჩეთი განლაგებულია მჭიდროდ ათვისებულ ნაკვეთზე, ტრადიციებით ნაკურთხ ადგილზე. ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს აზრს, რომ ამ ადგილზე ადრე წარმართული ცეცხლის ტაძარი იდგა. XX საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი მდიდარი მორწმუნეს – ბაქოელი ჰაჯი შეიჰ დადაშევის მიერ აღნიშნული მეჩეთი გადაკეთდა და ასეთ მდგომარეობაში მოაღწია ჩვენამდე. სახლი №53 - ლეზღინის მეჩეთი (აშურა-მეჩეთი); სახლი №63 ა - მეჩეთი-მედრესე; სახლი №65 - იჩერი-შეჰერის ნაკრძალის მენეჯმენტი; სახლი №67 - ჰაჯი გაიბის აბანო.
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმში „Teheran-43“ ბაქომ ითამაშა თეირანის როლი. გადაღების ნაწილი ჩატარდა ასაფ ზეინალის ქუჩაზე (ჯუმას მეჩეთი აშკარად ჩანს კადრებში) [4].
გორბუნკოვის საზღვარგარეთ მოგზაურობის მრავალი ეპიზოდი გადაიღეს ფილმიდან ბრილიანტის ხელი: ფილმის დასაწყისში კონტრაბანდისტების მანქანა ამ ქუჩაზე მივარდება, პოლიციელი არეგულირებს მოძრაობას, ქალწულის კოშკი ჩანს ქუჩის პერსპექტივაში, განი მამედოვის სახლის სხვა კუთხით ბუიუქ გალას ქუჩის გადაკვეთაზე, სემიონ სემიონოვიჩი იღებს ფოტოებს, კამერის ობიექტივიდან კაპიკის ამოღების გარეშე, მის მხარზე კარგად ჩანს ჯუმას მეჩეთის მინარეთი [5].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Видеопрогулка по улице
- Баку. Знаменитая на весь город «кебабная Мамедали» на улице Асафа Зейналы в Крепости, получившая вывеску «Сосисочная» (1980-е)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Какую тайну таят в себе улицы Ичеришехер?
- ↑ Улицы, площади, бульвары, парки Баку по названиям со времени возникновения города. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-10. ციტირების თარიღი: 2021-12-25.
- ↑ Знаменитая кебабная Мамедали на ул. Асафа Зейналы в Крепости
- ↑ «Тегеран-43» и другие…. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-07. ციტირების თარიღი: 2017-06-10.
- ↑ «Черт побери» спустя полвека в проекте «Экскурсии по Городу ветров» Sputnik Азербайджан