ასამი (მთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ასამი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ასამი.

ასამიკამბეჩოვანის მთავარი VI საუკუნის II ნახევარში. სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ქართლის ერისმთავარ გვარამის ძმა. ასამის გამთავრება კამბეჩოვანში ირანელთა წინააღმდეგ მიმართული აჯანყების შედეგად მოხდა. ასამმა და მისმა ძმამ ვარაზვარდმა „გარდაუქციეს ერი“ (აუჯანყეს) შაჰის ირანელ მოხელეს ვეზან ხორნაბუჯელ ერისთავს, მოკლეს იგი და თვით დადგნენ მთავრებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 623, თბ., 1975