ასამბლაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასამბლაჟი (ფრანგ. assamblage) — ზვრის სხვადასხვა ნაკვეთზე დაკრეფილი ერთი ან რამდენიმე ჯიშის ყურძნისაგან მიღებული ახალი ღვინის მასალების ურთიერთშერევა ცქრიალა ღვინოების დამზადებისას. ასამბლაჟის მიზანია ღვინის მასალის პატარ-პატარა პარტიების გაერთიანება დიდ ერთგვაროვან პარტიებად (წყნარი ღვინოების წარმოებაში ამ პროცესს ეგალიზაცია ეწოდება). ასამბლაჟს ხშირად უთავსებენ ტანიზაციისა და გაწებოიანების ოპერაციებს. ასამბლაჟი აადვილებს შემდგომ ტექნოლოგიურ ოპერაციას — კუპაჟს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]