შინაარსზე გადასვლა

ასადა (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
ასადა
ლათ. Asada
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 0.46 კმ (2015)[1]
დიამეტრი 12.37 კმ[2]
მოცულობა 75.71 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.01 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი გორიუ ასადა
დამტკიცებულია IAU (1976)
მდებარეობა
7.25° ჩ. გ. 49.9° ა. გ. / 7.25° ჩ. გ. 49.9° ა. გ. / 7.25; 49.9
ციური სხეული მთვარე
ასადა (მთვარის კრატერი) — მთვარე
ასადა (მთვარის კრატერი)
ასადა ვიკისაწყობში

კრატერი ასადა (ლათ. Asada), ტარუნტიუს A (ლათ. Taruntius A) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა იაპონელი ასტრონომის, გორიუ ასადის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1976 წელს).[2]

კრატერის დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ლეონარდო და ვინჩის კრატერი; სამხრეთ-დასავლეთით კი ტარუნტიუსის კრატერი. სახელის შეცვლამდე ასადას კრატერი ტარუნტიუს A-ს თანამგზავრ კრატერად ითვლებოდა.[3] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 7°15′N 49°54′E / 7.25° ჩ. გ. 49.9° ა. გ. / 7.25; 49.9, დიამეტრი — 12.37 კმ,[2] სიღრმე — 2.01 კმ.[1]

კრატერს აქვს თასისებრი ფორმა, ბრტყელი ფსკერის მცირე ფართობით. კიდე მიმდებარე რელიეფიდან 460 მ-ით მაღლა ადის,[1] ხოლო კრატერის მოცულობა 75.71 კმ³-ია.[1] შეჯახების შედეგად გამოტყორცნილი ქანების კვალი კრატერის შიდა ფერდობზე ქმნის მონაცვლეობით ღია და ბნელ რადიალურ ზოლებს.

მორფოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე, კრატერი კლასიფიცირდება, როგორც ბიოტის კრატერი (სახელი ეწოდა ბიოტის კრატერის მიხედვით, რომელიც ამ ტიპის ტიპიური მაგალითია).

ასადას კრატერი შეტანილია მთვარისა და პლანეტარული ასტრონომიის ასოციაციის (ALPO) იმ კრატერების სიაში, რომლებსაც შიდა ფერდობზე მუქი რადიალური ზოლები აქვთ.[4]

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასადის კრატერს, სატელიტური კრატერები არ გააჩნია.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.