არ იყიდო რუსული!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არ იყიდო რუსული)
არ იყიდო რუსული!
უკრ. Не купуй російське!
შეიქმნა 14 აგვისტო 2013წ. - ნოემბერი 2013წ.; 2 მარტი 2014წ. - დღემდე
ტიპი სამოქალაქო კამპანია
მდებარეობა დროშა: უკრაინა უკრაინა
დამფუძნებელი (-ები) Vidsich
თავმჯდომარე Vidsich
vidsich.info

„არ იყიდო რუსული!“რუსული პროდუქციის ბოიკოტთან დაკავშირებით წარმოქმნილი უკრაინული სამოქალაქო კამპანია, რომელიც შეიქმნა როგორც რეაქცია უკრაინის სავაჭრო საექსპორტო ბლოკადაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან[1][2][3]. კამპანია დაიწყო 2013 წლის 14 აგვისტოს მოწოდებებით სოციალურ ქსელებში, რომელიც საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში[4]. მოგვიანებით აქტივისტებმა ჩაატარეს აქცია, რომლის შემდეგ დაიწყეს პლაკატების და ფლაერების მასობრივი გავრცელება. კამპანიის სისტემატიური მუშაობა შეჩერდა ევრომაიდანის დაწყებისთანავე 2013 წლის ნოემბერს. თუმცა 2014 წლის 2 მარტს, ყირიმის კრიზისის დაწყებისას და რუსული ჯარების უკრაინაში შემოჭრის შემდეგ, აქტივისტებმა გამოაცხადეს კამპანიის განახლების შესახებ. კამპანიის ორგანიზატორია მოძრაობა „ვიდსიჩი“ (უკრ. Відсіч — მოგერიება, წინააღმდეგობა).

კამპანიის შექმნის მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამპანიის წამოწყების მიზეზად აქტივისტები ასახელებენ 2013 წლის 14 აგვისტოს რუსული ფედერაციის მიერ ყველა უკრაინული იმპორტიორის „სარისკოთა“ სიაში შეტანას. ასევე ის ფაქტი, რომ ასეთმა ქმედებებმა გამოიწვიეს უკრაინიდან რუსეთში[5] საქონლის მიწოდების ფაქტობრივი ბლოკადა, რის გამოც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უკრაინიდან რუსეთში მიმავალმა ასობით ფურამ (უკრაინული პროდუქციით) რიგები შექმნა[6]. თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა ასევე მოახდინეს გასულმა ეკონომიურმა ომებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, კერძოდ: ყველის[7], შოკოლადის, ხორცის და სხვა პროდუქტების „ომებმა“.

მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამპანიის აქტივისტებმა გამოაცხადეს ასეთი მიზანი:

„რუსული საქონლის ბოიკოტის კამპანიის მიზანია ყურადღების მიპყრობა რუსეთის აშკარა არამეგობრულ პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ: უკრაინულ საქონელს კრძალავენ, უკრაინელ მეთევზეებს კლავენ[8], რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეომრები იპყრობენ ქალაქ სევასტოპოლის შენობებს, და რუსეთის უზენაესი ხელისუფლების წარმომადგენლები განუწყვეტლივ იმუქრებიან, რომ უკრაინას უარეს მდგომარეობაში ჩააყენებენ, თუ ჩვენ ევროინტეგრაციაზე არ ვიტყვით უარს. კამპანია უბიძგებს უკრაინულ ხელისუფლებას და მეწარმეებს ეძებონ რუსეთზე უფრო სანდო პარტნიორები და უკრაინულ ბიზნესს მისცენ ორიენტაცია იმ ქვეყნებზე, სადაც მხოლოდ კანონის მიხედვით ვაჭრობენ - და ასეთი ქვეყნები კი ევროკავშირის წევრები არიან.[9]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ukrainians boycott Russian goods დაარქივებული 2014-07-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  2. Ukrainians try to boycott all things Russian – services, music, goods, sex (ინგლისური)
  3. Ukrainian World Congress calls for worldwide boycott of goods made in Russia (ინგლისური)
  4. Lenta.ru: Бывший СССР: Украина: Украинцев призвали бойкотировать российские товары (რუსული)
  5. Danilova, Maria (15.08.2013). „Russia accused of trade war against Ukraine“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 07.11.2013. ციტირების თარიღი: 20.08.2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)(ინგლისური)
  6. Россия объявила Украине торговую войну დაარქივებული 2013-08-21 საიტზე Wayback Machine. , «Гром TV», 15.08.2013 (რუსული)
  7. Ukraine and Russia Trade Accusations in Cheese War (ინგლისური)
  8. Two Ukrainians killed, two missing after fishing launch collides with Russian border guards' motorboat in Azov Sea, says Ukraine's Border Service (ინგლისური)
  9. Осторожно: матрёшка показывает зубы. «Сковорідка». 07.10.2013 (უკრ.)