შინაარსზე გადასვლა

არ-სარვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
არ-სარვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი არ-სარვანი
კოორდინატები 41°41′42″ ჩ. გ. 44°09′32″ ა. გ. / 41.69500° ჩ. გ. 44.15889° ა. გ. / 41.69500; 44.15889
ადრეული სახელები ახალშენი
ცენტრის სიმაღლე 1700
მოსახლეობა 547[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
არ-სარვანი — საქართველო
არ-სარვანი
არ-სარვანი — ქვემო ქართლი
არ-სარვანი
არ-სარვანი — წალკის მუნიციპალიტეტი
არ-სარვანი

არ-სარვანი[2] (არჯევან-სარვანი)[3]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფ. არჯევან-სარვანი, ჩოლმანი, გედაქლარი).[4] მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ბარეთის ტბის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1700 მ., წალკიდან 15 კმ. სოფელში შემორჩენილია ღვთისმშობლის XI-XII საუკუნეების ეკლესია XI-XIII საუკუნეების მოხატულობითა და ლაპიდარული წარწერებით.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 547 264 283

1829-1830 წლებში აქ დასახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა სოფელს უწოდეს ახალშენი. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობა დასაქმებული იყო კლდეკარის მეცხოველეობის მეურნეობაში. 1975 წლისთვის სოფელი შედიოდა ბაშქოის სასოფლო საბჭოში. 1979 წლისთვის რამდენიმე სხვა სოფელთან ერთად ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ, რომელსაც მოგვიანებით გამოეყო სოფელი თეჯისი.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საკანონმდებლო მაცნე
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
  4. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.