შინაარსზე გადასვლა

არჯენტარიის ბაზილიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჯენტარიის ბაზილიკა
Basilica Argentaria

არჯენტარიის ბაზილიკა დღეს
მდებარეობა იტალია, რომი
ტიპი ბაზილიკა

არჯენტარიის ბაზილიკა (იტალ. Basilica Argentaria) — პორტიკი სვეტებით, რომლებიც გასდევს ვენერა გენეტრიქსის ტაძარს იულიუს კეისრის ფორუმზე რომში, იტალიაში. სახელი მხოლოდ კონსტანტინეს ეპოქის გვიანდელ წყაროებში გვხვდება.

შენობა აშენდა ტრაიანეს დროს, კაპიტოლიუმის ბორცვის ფერდობების ადაპტირების მიზნით, მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმსა და კვირინალის ბორცვს შორის არსებული ხეობის მოცილება მოხდა.

ის ქედზე უფრო მაღლა მდებარეობდა და შესასვლელი ორი კიბით იყო მოწყობილი პორტიკის სამხრეთ-დასავლეთ ბოლოში. პორტიკს ჰქონდა ტუფის ქვებისგან დამზადებული სვეტების ორი რიგი და მისი ნავები დაფარული იყო ცილინდრული თაღებით, რომლებიც ნაწილობრივ შემორჩენილია.რადგან ბაზილიკა შეზღუდულ სივრცეში აშენდა, მას აქვს არასწორი გეგმარება, რომელიც გარს უვლის ტაძარს და სავარაუდოდ გრძელდება თანამედროვე არქეოლოგიური არეალის გარეთ, ტრაიანეს ფორუმის სამხრეთ-დასავლეთ ექსედრასთან ახლოს.

ბათქა, რომელიც ფარავდა შენობის უკანა კედელს და დღემდე შემორჩენილია, შეიცავს რამდენიმე გრაფიტის, რომელთაგან ზოგიერთი ციტირებს „ენეიდას“ სტრიქონებს. ეს დეტალი იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ბაზილიკაში მდებარეობდა სკოლა, რომელიც მოხსენიებულია ტრაიანეს ფორუმისა და ავგუსტუსის ფორუმის შესახებ გვიანდელ წყაროებში.