არჯევან-სარვანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჯევან-სარვანის წმინდა გიორგის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს. არჯევან-სარვანი ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია წალკის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან მდებარეობს 1700 მეტრზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ძველი სახელია ახალშენი. არჯევან-სარვანი უწოდეს 1829-30 წლებში ჩამოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა. სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების, მათ შორის ისტორიული ძეგლები. ეკლესია შემკულია ჩუქურთმებით. აღმოსავლეთ სარკმლის ნახევარწრიული სათაურის ქვეშ ყურძნის მტევანია ამოკვეთილი, ხოლო სარკმლის ორივე მხარეს თითო შეწყვილებული ნახევარსვეტი. ძეგლი გადახურულია კამარით, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებს გასდევს ლამაზად დამუშავებული კვეთილი კარნიზი.

აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია გიორგი მეფე.

ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით, წარწერაში მოხსენიებული მეფე არის გიორგი I ან გიორგი II, რომლებიც XI საუკუნეში მოღვაწეობდნენ შესაბამისად ძეგლსაც XI საუკუნით ათარიღებს.

არჯევან-სარვანის წმინდა გიორგის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 619.
  • ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 86-87

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]