არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არცევი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
არაცევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°09′04″ ჩ. გ. 44°08′51″ ა. გ. / 42.15111° ჩ. გ. 44.14750° ა. გ. / 42.15111; 44.14750
ცენტრის სიმაღლე 920
არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — ერედვის მუნიციპალიტეტი
არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)

არცევი[1][2]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: აძვისთავი, გოიათა, ვალითა, ზემო ოტრევი, იკორთა, ნოგყაუ, პანტნაური, ქარჩითი, ქვემო ოტრევი, ჩხარაული).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე არცეულის ნაპირზე. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ცხინვალიდან 18 კილომეტრი, გორიდან — 27 კილომეტრი..

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არცევი ადრინდელ ფეოდალურ ხანაში შედიოდა გვერდისძირის სოფლებში, ხოლო XIV საუკუნიდან ქსნის საერისთავოში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Арцеу).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 482 მცხოვრები.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ჩრდილოეთით განლაგებული ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორები მოწმობს, რომ სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული.

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: არცევის ღვთისმშობლის ეკლესია, არცევის ეკლესიის ნანგრევები, არცევის ნაეკლესარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]