არჩილ ცინცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე

არჩილ ვლადიმერის ძე ცინცაძე (დ. 13 მაისი, 1966) — ქართველი სამხედრო მოღვაწე (რეზერვის პოლკოვნიკი), დიპლომატი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია არქიტექტორის სპეციალობით. 1992—1993 წწ. მონაწილეობდა აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში. მაიორის წოდებით მეთაურობდა ბატალიონს. შემდგომში საქართველოს სამხედრო ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1998 წ. დაამთავრა მოსკოვის სამხედრო დიპლომატიური აკადემია. 1999—2005 წწ. იყო საქართველოს სამხედრო ატაშე ამერიკის შეერთებული შტატებში. 2005 წლიდან შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა დევნილთა და მოსახლეობის განსახლების სამინისტროში. დაჯილოდოვებულია რამდენიმე ქართული ორდენითა და მედლით, ასევე ერთ-ერთი უმაღლესი ამერიკული სამხედრო ჯილდოთი Legion of Merit (2007 წ.).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]