შინაარსზე გადასვლა

არჩილ ებრალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ებრალიძე.

არჩილ ებრალიძე (დ. 21 მარტი, 1908, ფოთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 15 აგვისტო, 1960) — ქართველი მოჭადრაკე, ქართული საჭადრაკო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სსრკ-ის სპორტის ოსტატი (1941).

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე 1924–1926 წლებში, მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე 1926–1928 წლებში. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1935 წელს. რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სსრკ ჩემპიონატის ნახევარფინალში, ერთხელ ფინალში 1937 წელს, იყო ტიგრან პეტროსიანის მწვრთნელი. ქართულ ენაზე თარგმნა ლასკერის, კაპაბლანკას, ეივეს და ავერბახის შრომები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]