არჩილ გომიაშვილი
არჩილ გომიაშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
23 მარტი, 1926 ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
31 მაისი, 2005 (79 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | თეატრის მსახიობი, კინომსახიობი |
აქტიური | 1957-1993 |
ჯილდოები | საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966) |
არჩილ მიხეილის ძე გომიაშვილი (დ. 23 მარტი, 1926, ჭიათურა — გ. 31 მაისი, 2005, მოსკოვი) — ქართველი მსახიობი, ბიზნესმენი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1966[1]).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩილ გომიაშვილი დაიბადა 1926 წელს ქალაქ ჭიათურაში, 1940–1942 წლებში სწავლობდა თბილისის ხელოვნების კოლეჯში, სახვითი ხელოვნების განხრით. თეატრისადმი ინტერესი არჩილ გომიაშვილმა გამოავლინა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლაში სწავლის დროს, სადაც მან ისწავლა რამდენიმე წლის განმავლობაში. იგი თბილისში, მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის აკადემიურ დასში. 1958 წელს, მსახიობმა მუშაობა დაიწყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრში, შემდეგ კი — გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში.
არჩილ გომიაშვილმა სახალხო აღიარება მოიპოვა 1971 წელს, როდესაც მან ითამაშა ოსტაპ ბენდერის როლი ფილმში „12 სკამი“. რუსეთში გადასვლის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს მოსკოვში, თავდაპირველად „ლენკომში“, შემდეგ კი პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში.
არჩილ გომიაშვილი 1990 წელს კომპანია „სითი ბიზნესის“ პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1992 წელს მან მოსკოვში გახსნა კლუბი „ოქროს ოსტაპი“, რომელმაც მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1957: „ცნობილია პირადად“ (მანტაშეროვი) რეჟისორები გრიგოლ ბალასანიანი, ერაზმ კარამიანი, სტეფანე კევორკოვი
- 1962: „თხუნელა“ (ზურაბ) რეჟ. შალვა მარტაშვილი
- 1965: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (ლომების მომთვინიერებელი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1965: „საგანგებო დავალება“ (მანტაშეროვი) რეჟისორები ერაზმ კარამიანი, სტეფანე კევორკოვი
- 1965: „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ (კოსტაია) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1968: „აფეთქება შუაღამის შემდეგ“
- 1971: თორმეტი სკამი (ოსტაპ ბენდერი) (გაახმოვანა იური სარანცევმა, სიმღერებს ასრულებს ვალერი ზოლოტუხინი, ზოგიერთ ეპიზოდში გომიაშვილი ახმოვანებს საკუთარ თავს)
- 1977: მიმინო (ნუგზარ პაპიშვილი — დაზარალებული) რეჟ. გიორგი დანელია
- 1978: „ჩემო სიყვარულო, ჩემო მწუხარებავ“ (აშრაფი)
- 1978: „კავკასიური ამბავი“ (ეპოშკა) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1980: „წარსული დღეების კომედია“ (ოსტაპ ბენდერი) (გაახმოვანა იური სარანცევმა)
- 1981: „ოქროს საწმისი“ (იაკობი)
- 1983: „ადრიანი, ადრიანი დილა“ (გორდეი ლუკიჩი); მესამე სერიაში (პოლიციელი) რეჟ. ვალერი ხარჩენკო
- 1984: „სპილენძის ანგელოზი“ (ანტონიო ვალდესი, განგსტერი)
- 1984: „სკაპენის ოინები“ (სკაპენი, რეჟისორი) რეჟ.: გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1986: „ხანდაზმულობის ვადის გარეშე“ რეჟ. ედგარ ხოჯიკიანი
- 1986: „სახელმწიფო საზღვარი. 41 წელი“ (სტალინი)
- 1986: „ჩემი საყვარელი კლოუნი“ (პაშა ფოკინი)
- 1989: „სტალინგრადი“ (სტალინი)
- 1990: „ომი დასავლეთის მიმართულებით“ (სტალინი)
- 1990: „მკვლელის ადგილი ვაკანტურია…“
- 1990: „სუპერმენი“
- 1992: „ოფიციანტი ოქროს ლანგრით“ (შოთა ჭანტურია, კაფეებისა და რესტორნების ტრესტის უფროსის მოადგილე)
- 1993: „სიკვდილის ანგელოზი“ (სტალინი)
- 1993–1994: „საუკუნის ტრაგედია“ (ტელესერიალი) (სტალინი)
არჩილ გომიაშვილს კინოში 30-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 93.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არჩილ გომიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არჩილ გომიაშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- არჩილ გომიაშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- არჩილ გომიაშვილის ბიოგრაფია დაარქივებული 2011-07-11 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია არჩილ გომიაშვილის შესახებ