არჩილ გოკიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოკიელი.

არჩილ პეტრეს ძე გოკიელი (დ. 27 აგვისტო [ძვ. სტ. 14 აგვისტო], 1903, ქუთაისი — გ. 30 ნოემბერი, 1985, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიკური ფაკულტეტი 1925 წელს. 1926–1930 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო და საფინანსო უწყებებში. 1928 წლიდან კითხულობდა ლექციებს ფინანსთა სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო და საფინანსო კურსებზე, შემდეგ კი – თბილისის საფინანსო-კოოპერაციულ ინსტიტუტში; 1933 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1937–1938 წლებში იყო ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, 1958–1985 წლებში კი — სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრის გამგე. გოკიელის სამეცნიერო შრომებში განხილულია საბჭოთა დროის ფინანსებისა და ვაჭრობის ეკონომიკის, აგრეთვე სახალხო მეურნეობის დაგეგმვის საკითხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]