არჩილ ბეთანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩილ ბეთანელი
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი, 1925(1925-09-27)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 2 ოქტომბერი, 2018(2018-10-02) (93 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მანქანათმშენებლობა
ჯილდოები 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, 1998 - ღირსების ორდენი.

არჩილ ბეთანელი (დ. 27 სექტემბერი, 1925, ქუთაისი, გ. 2 ოქტომბერი, 2018) — ქართველი მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1951–1967 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1972 წლიდან იყო მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკური საპროექტო და სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1974 წლიდან ავტომატიკისა და ჰიდრავლიკური ცენტრის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი. 1977–1992 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის გამგე, 1992 წლიდან კი ამავე კათედრის პროფესორი. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მიმართულებები იყო: საფრენი აპარატების დაპროექტების და წარმოების ტექნილოგიის მეთოდოლოგიები; შექმნა მჭრელი იარაღის მყიფე სიმტკიცის გაანგარიშების თეორია და მისი განსაზღვრის დაჩქარებული ექსპერიმენტული მეთოდი. მისი ხელმძრვანელობით და მონაწილეობით შემუშავებულია საფრენი აპარატის დეტალების ზედაპირული განმტკიცებისა და ურღვევი კონტროლის მეთოდები. მიიღო მონაწილეობა ქართული საავიაციო ტერმინოლოგიის შექმნაში.

მიღებული აქვს: მ. იანგელის, იური გაგარინის სახელობის, ს. კოროლიოვის, კ. ციოლკოვსკის სახელობისა და მ. კელდიშის სახელობის მედლები, საბჭოთა კავშირის გამომგონებლის წოდება. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩემი ასაკის მწვერვალიდან... : მოგონებები. თბ., "თბილავიამშენის" გამ-ბა, 2005 გვ. 192
  • თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობის შესავალი : სახელმძღვ. საქ. ტექნ. უნ-ტის საავიაციო ინ-ტის სტუდ., თბ., საავიაციო ინ-ტი, 1998 გვ. 192
  • Прочность и надежность режущего инструмента (ავტორი). - Тбилиси, Сабч. Сакартвело, 1973 304с.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ. 390
  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. თბ., 2016 გვ. 187
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: ყიფიანი თ., გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2001 გვ. 126

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]