არშძახოს ჭა
არშძახოს ჭა — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე შავწყალას აუზში, სოფელ ბლაბურხვის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 590 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. 15 მ სიღრმის ჭა, საშუალო სიგანე 0.8-1.0 მ აღწევს. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება დროებითი ნაკადების მიერ ჩატანილი ნაშალი მასალა. ჰავა სტატიური. საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966