არშუშა პიტიახში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არშუშა (მრავალმნიშვნელოვანი).
არშუშა III
სამშვილდის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 482
მმართ. დასასრული: 540/541 წ.-ის შემდეგ
წინამორბედი: ვარსქენი
მემკვიდრე: არშუშა IV
ქართლის პიტიახში
წინამორბედი: ვარსქენი
მემკვიდრე: არშუშა IV
დინასტია: ფეროზიანი
მამა: ბაგრატ II
დედა: შუშანიკი

არშუშა პიტიახში, არშუშა III[1][2]სამშვილდის ერისთავი[2] და პიტიახში[2] VI საუკუნის 40–იან წლებში. მოხსენიებულია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ ქართლის მარზპანის არვანდ გუშნასპის გასაცილებლად მოსულ ქართლის მთავრებს შორის. მათ მარზპანისათვის უთხოვიათ მცხეთაში გაქრისტიანებული სპარსელების პატიმრობიდან გათავისუფლება, რაც მარზპანს დაუკმაყოფილებია.

არშუშა პიტიახში სახელისა და ტიტულის მიხედვით ქვემო ქართლის პიტიახშთა ცნობილ საგვარეულოს უნდა ეკუთვნოდეს. ის V საუკუნეში ცნობილი არშუშა ქართლის პიტიახშის შთამომავალი უნდა იყოს სახელის დარქმევის წესის მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კირილ თუმანოვი (1963). Studies in Christian Caucasian History. Georgetown University Press, გვ. 262. 
  2. 2.0 2.1 2.2 ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003, გვ. 69