შინაარსზე გადასვლა

არშუშა პატრიკიოსის წარწერა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არშუშა პატრიკოსის მოსახსენებელი წარწერაასომთავრული წარწერა, რომელიც განთავსებულია ორ ფილაზე. შეიცავს 11 სტრიქონს. ფილები დაზიანებულია. წარწერა იპოვეს აბასთუმნის ეკლესიის ნანგრევებთან. ქარაგმის ნიშანი წარწერას არ ახლავს.

  1. Ⴕ ...ჲვტნაე მფსა
  2. დიდლი ნთვთ
  3. ...ბრძნბთა ღთვდცლა მფლა
  4. არშა პტკსა და ნბთა ღთთა ქვთა ერთა
  5. ქრპლს ცხსთა. ობთ მწოლ ვიყავ და
  6. ამრთე პტსნი ჯი წა ღსთმშბლსა სხლა
  7. სლცლდ ჩმდა და
  8. ძმთა ჩმთა მეო
  9. ხბსათს ყ.ა ჭრსა
  10. ამს სწთრს ა სკნს
  11. და ვნ აღხს ლცვა მჴსნ
  1. [შეწევნითა ქრისტჱსითა], ჲვსტინიანე მეფისა [ზე მე
  2. ვიქმენ ღმრთისაგან განდიდებული ნათესავთ [ა
  3. ყოველთა ჩემთა]: ბრძანებითა ღმრთივდაცვულისა მამფლისა
  4. არშუშა პატრიკიოსისა და ნებითა ღმრთისაჲთა ქართველთა ერისთავისა
  5. ქრისეპულის (?) ციხისვთობით მოწოდებულ ვიყავ და
  6. აღვმართე პატიოსანი ჯუარი წმინდისა ღმრთისმშობელისა სახელსა
  7. სალოცველად ჩემდა და
  8. ძმათა ჩემთა მეო-
  9. ხებისათჳის ყოელისა ჭირისა
  10. ამას საწუთროს და საუკუნეს.
  11. და ვინ აღმოიკითხოს, ლოცვასა მომიჴსენო[ს].

ნოდარ შოშიაშვილი წარწერას იუსტინიანე II-ის მოღვაწეიობის გამორჩეულ პერიოდს უკავშირებს ( 685-595; 705-711), მაგრამ წარწერაში ამ იმპერატორის სახელის უდავოდ ამოკითხვა საეჭვოა. სარგის კაკაბაძის აზრით, წარწერა VII-VIII საუკუნეებისაა. თეიმურაზ ბარნაველი მიიჩნევს, რომ ძეგლი VI საუკუნეებისაა. ამავე დროს მიაკუთვნებს წარწერას აკაკი ბაქრაძე. ვალერი სილოგავა თვლის, რომ წარწერა X საუკუნისაა.

  • დანელია კ., სარჯველაძე ზ., „ქართული პალეოგრაფია“, გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 35., თბ. 1997 წ.