არშაკ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არშაკ III
იბერიის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 33ახ. წ. 1[1]
წინამორბედი: არშაკ II
მემკვიდრე: ადერკი I
დინასტია: ნებროთიანი
მამა: არშაკ II

არშაკ III[2] (ლათ. Artaxias III) — თეიმურაზ ბატონიშვილის და მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეათე მეფე აზოს ჩათვლით, ძვ. წ. I საუკუნეში [3].

მეფობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილს არშაკ III-სა და ადერკის ორთაბრძოლის გარდა მიმოხილული აქვს რეგიონის მაშინდელი პოლიტიკური ვითარება და დეტალურად აღწერს მაშინდელ მმართველთა შეტაკებებსა თუ მმართველ ელიტას. მისი მონათხრობით არშაკ III-ს მეფობის პირველსავე წლებში ოქტავიანე ავგუსტუსმა (ძვ. წ. 27-14) მარკუს ანტონიუსთან და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან ერთად რომის ტრიუმვირატი დააარსეს. სომხეთის მეფე არტავაზდ II, რომელსაც სურდა პართიელებისაგან თავის დაღწევა გადაწყვიტა შებრძოლებოდა მათ, რომლისათვისაც ივერიელთა მეფე არშაკ III-ს დახმარება სთხოვა. მეფემ უარი განუცხადა, რაზეც განრისხებული სომხეთის მეფე მის ახალ მოკავშირეებთან ერთად გამოიწია ივერიელთა მეფის დასასჯელად.

ძვ. წ. 2120 წლებში არშაკ III და არმაზის მეფე ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს ალანები და საერთო ძალებით დაამარცხეს სომხები, დაატყვევეს არტაშესის ვაჟი ზარეჰი და დარიალის ციხეში გამოკეტეს. ომის შედეგად არშაკ III-მ დაიბრუნა ადრე დაკარგული წუნდა და არტაანი, ხოლო ქართამ II გათავისუფლდა სომხეთზე დამოკიდებულებისგან.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

შენიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არშაკ მეფე არშაკ III-დ მოხსენიებული ჰყავს მხოლოდ თეიმურაზ ბატონიშვილს (მეათე მეფე არშაკ მესამე, ძე მეფისა არშაკ მეორისა, ძის ძე მეფისა მირვან მეორისა სრულიად ივერიისა მპყრობელი) თავის თხზულებაში — „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“ სადაც ის აღნიშნული პერიოდს სხვა მატიანეთა განსხვავებით ერთობ სხვანაირად წარმოგვიდგენს. მისი სიტყვებით ქართამი სიძე ბარტომ მეფისა ცოცხალი გადარჩა და მის მეუღლესთან ერთად სომხითს შეაფარა თავი, სადაც მათ შეეძინათ ძე რომელსაც დაარქვეს ბარტომი, ხოლო მას შერთეს პართი მეფის ასული ცოლად, რომლისაგანაც შეეძინათ ადერკი. ხოლო ის არშაკ მეფე რომელიც მოიკლება ადერკის ხელით არის არა მირვან II-ის ძე, არამედ მისი შვილიშვილი, რადგანაც თეიმურაზ ბატონიშვილის თქმით ტახტზე ადის ჯერ მისი ძე არშაკ II, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ არშაკ II-ის ძე არშაკ III.

მიუხედავად იმისა რომ თეიმურაზ ბატონიშვილისეული მონაყოლი კონკრეტული პერიოდის აღნიშნულ საკითხში აცდენილია „ქართლის ცხოვრებასთან“, მხოლოდ თეიმურაზისეული მეფეთა ჩამონათვალი პასუხობს იგივე „ქართლის ცხოვრებაშივე“ ნახსენებ სიტყვებს — „იბერიაში ფარნავაზიდან მირიანამდე 28 მეფე წარმართი იყოვო“, რასაც თავად „ქართლის ცხოვრებისეული“ მეფეთა რაოდენობა ვერ პასუხობდა, გროვდებოდა 26 მეფე აზონისა და მირიანის გარეშე. აზონს თავად „ქართლის ცხოვრება“ არ აღიარებდა პირველ მეფედ, ხოლო მირიანი მას შემდეგ რაც გაქრისტიანდა ის უკვე აღნიშნულ ჩამონათვალში ვეღარ შევიდოდა, ხოლო თეიმურაზის მონაყოლით, აქამდე შეუმდგარი 28 წარმართი მეფე სრულად წარმოდგება.

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქცევაჲ ქართლისაჲ[4]
ვიკიციტატა
„და მეფობდა არსუკ, რომელმან კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო.“
მეფეთა ცხოვრება[5]
ვიკიციტატა
„და ნებიერად მეფობდა მცირედ ჟამ და მოკუდა. და დაჯდა მის წილ ძე მისი არშაკ, დედით არშაკუნიანი და მამით ნებროთიანი და ფარნავაზიანი.

ამან განაშუენა ნელქარი, ქალაქი კახეთისაჲ, რომელ არს ნეკრესი, და ჰმატა სიმაგრესა უფლისციხისასა. და იყო ესე ძლიერი ძალითა, დიდი და გოლიათი.

ხოლო ესე ადერკი, ძე ქართამისი, ასულისწული ბარტომ მეფისაჲ, რომელი ვაჴსენეთ ზემოჲთ, აღზარდეს სომხითს, და იყო კაცი ჰასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და გოლიათი, მრავალგზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერეზი, და სახელოვან ქმნილ იყო იგი. ამან მოითხოვნა სპანი სომეხთა მეფისაგან, და მოსცნა მას და წარმოემართა არშაკს, ქართველთა მეფესა ზედა, დედისძმასა მისსა. ხოლო არშაკ შემოკრიბნა ყოველნი ერისთავნი ქართლისანი და რანითცა მოირთო ძალი სპარსთაჲ, და მიეგება წინა. და შეკრბეს ორნივე სპანი თრიალეთს და დაიბანაკეს მახლობელად ერთმანერთისა.

ითხოვა ბრძოლაჲ არშაკ ადერკისაჲ. ხოლო ადერკი სიხარულით აღიჭურა საჭურველითა შუენიერითა, და აღჯდა ტაიჭსა და ჰრქუა სპათა მისთა: „განმიმაგრეთ ზურგით კერძოჲ ჩემი, და ნუ შესძრწუნდებით!“ და განვიდა. ეგრეთვე არშაკ შეიჭურა და განვიდა განწყობილთა შორის. აღიზახნეს ორთავე ჴმითა სასტიკითა და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ორთავე გუმერად ოროლითა, და ვერ ჰკუეთდეს საჭურველსა ერთმანერთისასა. და ბრძოლისა სიგრძესა შინა განუტყდა ოროლები, და აღმოიღეს ჩუგლუგები და იწყეს ბრძოლად ჩუგლუგებითა. ოდეს უხეთქნიან ჩუგლუგები იგი საჭურველსა ზედა მათსა, ჰგვანდის ჴმაჲ იგი ჴმასა მას უროÁსასა, რომელი ეცემის მჭედლისაგან გურდემლსა, და ჴმაჲ ზახილისა მათისაჲ მსგავს იყო ქუხილისა.

მაშინ ვერ სძლეს ერთმანერთსა, დაშურეს და უკუ-დგეს იმიერ და ამიერ. შეღამდა დღე იგი და განისუენეს ორთავე, და დილეულ კუალად გამოვიდეს და აღიღეს მშჳლდები და იწყეს რბევად და სისრად ერთმანერთისა. ჰკრა ადერკი ისარი მკერდსა არშაკისსა, და ვერღარა უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვიდა ზურგით, და ჩამოვარდა არშაკ ცხენისაგან..“
ივერიის ისტორია (თეიმურაზ ბატონიშვილი)[6]
ვიკიციტატა
„იქმნა ესე არშაკ შემდგომად მამისა თვისისა მეფედ, განაგებდა სამეფოსა თვისსა კეთილად და იყო მხნეი და ახოვან და ჰაეროვან ფრიად და ბრძოლათა შინა წარჩინებული ჭაბუკი.

დასაბამსა შინა მეფობისა არშაკ მესამისასა იქმნეს ტრიუმვირად რომთა აგვისტოს ოკტავიოს და ანტონინ მარკ. აგვისტოს ხვდა წილად ევროპაი, ხოლო ანტონინს აზიაი. წარმოსულმან ანტონინ დაიპყრა ეგვიპტე და შეიყვანა უღელსა ქვეშე რომაელთასა დედოალი მათი კლეოპატრა; ჟამსა ამას არტაბაზ მეფემან სომეხთამან დასხნა სიყვარული პართთა მიმართ და მიდთა, დაიწყო მათდა მიმართ ბრძოლა, და ოდეს ვერა შეუძლო წინააღმდგომობა მათი; ამისთვის პირველად სთხოვა შეწევნაი არშაკ მესამესა მეფესა ივერიისასა და არა შეეწივა ამას ზედა არშაკ და მრისხანებდა ამას ზედა არტაბაზ. ხოლო ვინაითგან მაშინ სომხითი იპოებოდა მფარველობასა ქვეშე რომაელთასა; ამისთვის სთხოვა შეწევნაი ანტონინს.

მაშინ ანტონინ წარმოემართა შველად სომეხთა სამოცითა ათასითა ქვევითითა ლაშქრითა და ათი-ათასითა ცხენოსანითა რომაელითა მხედრობითა და განზრახვითა სომეხთათა მოუწოდა მეფესა ივერიისასა არშაკ მესამესა შველად თვის თანა და არშაკ არა ინება მისვლა მისთანა. განრისხებულმან ანტონინ უმეტეს მომშურნეობისა გამო სომეხთა მეფისა, რომელიცა ასმენდა მეფესა საქართველოისასა ანტონინს, თანა შეერთებითა მხედრობისაცა წინა-მძღვანებლობითა სომეხთათა წარმოგზავნნა მხედრობანი რომაელთანი, რომელთ მძღვან ჰყო მათ ზედა მოადგილეი თვისი ანტონინმან კანდიდოს. წინათვე უწყებულ იყო ამას არშაკ და მოიკრიბნა ამერ იმერნი სრულიად ივერიისა მხედრობანი და მიეგება წინა კანდიდოსსა არშაკ მეფე ყოვლითა ძალითა თვისითა, სამზღვასა ზედა სომხითისასა, ჰყვეს ბრძოლა ძლიერი და მოსწყდეს ორისავე მხრით მრავალნი; არამედ იძლივა რომაელთა მხედრობა ქართველთაგან და ესრეთ ძლეული კანდიდოს უკუნიქცა ანტონინისავე მიმართ. ესე ძლევა არშაკისგან რომაელთა ზედა იქმნა უწინარეს უფლისა ჩვენისა შობითგან იესო ქრისტესსა 31-სა ოცდა ათერთმეტისა წლითა. ჰსცნა რა ესე ანტონინ, რომელ იძლივა მხედართ-მძღვანი მისი კანდიდოს არშაკისგან, წარმოემართა ყოვლითა ძალითა თვისითა ივერიასა ზედა; ხოლო მეფემან არშაკ აჰყარნა ყოველნი ვაკეთა ზედა მცხოვრებნი ივერიისანი და შეიყვანნა სიმაგრეთა და მთათა შინა კავკასიისათა და თვით ყოვლითა მხედრობითა თვისითა დასდგა მახლობელ სამზღვრისა სომეხთასა სიმაგრეთავე შინა მთათასა და ბრძოდა მუნით ანტონინს. ოდესმე იძლიოდეს მხედრობანი არშაკისნი და ოდესმე ანტონინისანი; არამედ ეგრეთცა ვერა დაიმორჩილნა მან ივერიელნი, მოვლეს ყოველნი ვაკეთა ადგილნი ივერიისა მხედრობამან რომაელთამან, მოსწვნეს და შემუსრნეს ცალიერნი ქალაქნი, დაბანი და შენებულებანი; არამედ მცხოვრებთა ვერა ავნესრაი, ვინაცა მცხოვრებნი ყოველნივე იყვნეს შეხიზნულ სიმაგრეთა შინა.

...იხილა რა სომეხთა მეფემან საქმენი ესე თვითცა ორგულ ექმნა რომაელთა... იხილა რა ღალატი სომეხთაგან ანტონინ იძულებული პართით უკმოიქცა სომხითად, რომელსაცა პართიასა შინა წასწყმენდოდეს ოცი ათასი ქვეითი და ოთხი ათასი ცხენოსანი და მოვიდარა არეზისა მდინარესა, უკუნ აქცივა საჭურველი თვისი სომეხთა ზედა, სძლო მეფესა მათსა, შეიპყრა და შებორკილა იგი ჯაჭვითა ოქროისათა და ესრეთ მიიყვანა იგი ეგიპტეს კლეოპატრას თანა.

ჟამსა ამას წარმოიშვა ბრძოლა შორის ანტონინისა და აგვისტოს-ოკტავისა; ხოლო იძლია რაი ანტონინ მისგან, განიგმირა თავი თვისი ანტონინ მახვილითა და ესრეთ დაშთა საქართველოი თავისუფალ ესოდენთა ამბოხთაგან რომაელთასა; ხოლო მეფემან არშაკ აღაშენა დაბანნი და ქალაქნი შემუსვრილნი რომაელთაგან და სცხოვრებდა წელთა მრავალთა მშვიდობით.

მეოცდა ათცამეტესა წელსა მეფობასა არშაკ მესამისასა სრულიად ივერიასა ზედა, განძლიერდა ადერკი სიმხნითა და გოლიათობითა თვისითა შორის პართთა და სომეხთა და ევედრა მათ, რატა შეეწივნენ იგინი მხედრობითა თვისითა, რათამცა იძლიოს სისხლი პაპისა თვისისა ბარტომ ივერთა მეფისა, რომელიცა ზემოთ მოვიხსენეთ. “
საქართველოს ისტორია (ვახუშტი ბატონიშვილი)[7]
ვიკიციტატა
„და გამეფდა ძე მისი არშაკ; არამედ იყო ესე შვენიერი, ახოვანი ძლიერი და გოლიათი. ხოლო რაჟამს აღიზარდა ადერკი სომხითს, შემოიკრიბა სპანი სომხითისა, რამეთუ იყო ჰაეროვან, ფრიად შვენიერ, გმირ, ახოვან და მოეკლნა მრავალნი გოლიათნი და გომცდილ იყო ლაშქრობათა შინა დიდად. წელსა 20 მეფობასა არშაკისასა მოვიდა თრიალეთს. ჰსცნა რა არშაკ, შეკრიბნა სპანი და მოირთო ძალი სპარსთა და მოვიდა ესეცა მუნ. მაშინ ადერკიმ გამოითხოვა არშაკ ბრძოლად თვისად, რამეთუ რომელმანცა ჰსძლოს, იგი მეფობდესო. განიხარა არშაკ, აღიჭურა და წარვიდა და ადერკიცა ეგრეთვე გამოვიდა: ეკვეთნენ ერთი ერთსა და იბრძოლნენ შუბითა, ლახტითა, ხრმლითა და ჩუგლუგითა სასტიკად; გარნა ვერა რომელმან აჯობა დრესა მას შინა და მიმწუხრს უკუდგნენ. მეორესა დღეს კვალად გამოვიდნენ შეჭურვილნი და დაასხნეს ისარნი ერთმანეთსა; არამედ გაფიცხდა ადერკი და ჰკრა ისარი ადერკიმ მკერდსა არშაკს; ვერ უფარა საჭურველმან და განვლო იქით, ჩამოვარდა ცხენიდამ და მოკვდა არშაკი მეფე. ხოლო ადერკიმ აღიზახა ხმა „იი ვერიე“ და მიიქცა სპათა თჳსთა მიმართ და ევედრა, რათა არა განმარტონ მახვილი ქართველთა ზედა. კვალად მოიქცა და ეტყოდა ქართველთა: მე ვარ ძე მეფისა თქვენისა; აჰა არა მოუშვნი სპანი სომეხთანი მოწყვედად თქვენდა. მაშინ ქართველთა მოიღეს გვირგვინი არშაკისა და დაადგეს ყოველთა თავსა ადერკის და ჰყვეს მეფედ დასაბამითგან რომაულსა 3947, ბერძნულსა 5506, ქართულსა 282, ინდიკტიონსა პირველსა.“
წინამორბედი:
არშაკ II
ივერიის მეფე
ძვ. წ. 33ახ. წ. 1 [8]
შემდეგი:
ადერკი I

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
ქართლის
ცხოვრება
თეიმურაზ
ბატონიშვილი
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბარტომი
 
ცოლი
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირიან II
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბარტომი
 
ცოლი
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირიან II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქართამი
 
ასული
 
 
ქართამი
 
ასული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბარტომიHeraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ადერკიHeraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ II
ადერკიHeraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ III

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  3. მეათე მეფე არშაკ მესამე, ძე მეფისა არშაკ მეორისა, ძის ძე მეფისა მირვან მეორისა სრულიად ივერიისა მპყრობელი. (თ. ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“)
  4. მოქცევაჲ ქართლისაჲ
  5. მეფეთა ცხოვრება
  6. ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა
  7. ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ისტორია გამოცემული დ. ბაქრაძის მიერ, თბ., 1885 წ.
  8. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“