არქტომესამეული ფლორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არქტომესამეული ფლორამესამეული პერიოდის ფლორა, რომელიც გავრცელებული იყო არქტიკის კუნძულებიდან სუბტროპიკული ტყეების საზღვრამდე ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე. არქტომესამეული ფლორასთვის, თანამედროვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის ტყეების ანალოგიურად, დამახასიათებელი იყო ფოთოლმცვივანი (მუხა, წიფელი, ვერხვი და სხვა). მარადმწვანე ფოთლოვანი (ევკალიპტი, ფიკუსი და სხვა) და მთავარი წიწვოვანი (ჭაობის კვიპაროსი, სეკვოია და სხვა) ტყის სახეობები.

არქტომესამეული ფლორას დასაბამი მისცა იმავე ტერიტორიაზე არსებულმა ზედა ცარცულმა ზომიერმა ფლორამ. ამჟამად არქტომესამეული ფლორის წარმომადგენლები გვხვდება იმ ფლორაში, რომელსაც მეოთხეული გამყინვარება არ შეხებია: სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში, ნაკლებად ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ შტატებში, კავკასიაში და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ტერმინი „არქტომესამეული ფლორა“ შემოიღო ო. ჰეერმა XIX საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც მან არქტიკული ქვეყნების ფლორა შეისწავლა და მესამეულად დაათარიღა.

არქტომესამეული ფლორის შესწავლის დიდი მნიშვნელობა აქვს ჰოლარქტიკული ოლქის ფლორის წარმოშობისა, გავრცელების დასადგენად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]