არქტოგეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქტოგეა (ლათ. Arctogea, ბერძ. Άρκτος — დათვი, აქ — ჩრდილოეთი და Γαῖα — მიწა, ქვეყანა) — ზოოგეოგრაფიაში მიღებული ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რომელიც მოიცავს ნეოარქტიკისა და პალეარქტიკის ოლქებს ანუ ჰოლარქტიკას. არქტოგეის გამოყოფა აღნიშნული ოლქების ცხოველთა სამყაროს წარმოშობის (ევოლუციური განვითარების) ერთიანობას ემყარება. შდრ.: ნეოგეა, ნოტოგეა და პალეოგეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]