შინაარსზე გადასვლა

არქიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქიტა
ძვ. ბერძნ. Ἀρχύτας ὁ Ταραντίνος

ბიუსტი პაპირუსის ვილიდან, ჰერკულანუმი. ერთი ვერსიით ეკუთვნის არქიტას, მეორე ვერსიით პითაგორას.
დაბ. თარიღი ძვ. წ. 430[1]
დაბ. ადგილი Taras
გარდ. თარიღი ძვ. წ. 345[1]
გარდ. ადგილი Taras
საქმიანობა მათემატიკოსი[1] , ფიზიკოსი[1] , ფილოსოფოსი[1] , მუსიკოლოგი[1] , ინჟინერი[1] და პოლიტიკოსი
განთქმული მოსწავლეები ევდოქსე კნიდოსელი

არქიტა ტარენტელი[2] (ძვ. ბერძნ. Ἀρχύτας; დ. ძვ. წ. 430 — გ. ძვ. წ. 345) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, პოლიტიკოსი და სტრატეგი. ის იყო მეცნიერი, პითაგორიანიზმის სკოლის წარმომადგენელი. ამასთან ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის ახლო მეგობარი.

ცხოვრება და შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტა დაიბადა ტარანტოში, საბერძნეთში. ის იყო მნესაგორა ჰისტიაუსის ვაჟი. გარკვეული პერიოდი ის იყო ფილოლაუსის მოსწავლე, და ამასთან ასწავლიდა მათემატიკას ევდოქსე კნიდოსელს. არქიტასა და ევდოქსეს მოსწავლე იყო მენაქმე. როგორც პითაგორიანელმა, არქიტას სჯეროდა, რომ მხოლოდ არითმეტიკა, და არა გეომეტრიას, შეუძლია შექმნას მეცნიერული საფუძვლები.[3]

არქიტა მიჩნეულია მატემატიკური მექანიკის ფუძემდებლად.[4] ხუთი საუკუნის შემდეგ აულუს გელიუსი საკუთარ ნაწარმოებში წერს, რომ არქიტამ შექმნა პირველი ხელოვნური საფრენი აპარატი, რომელიც ფრინველის ფრენის სტილს მეტად ჰგავდა. მისი თქმით ამ აპარატით შესაძლებელი იყო 200 მეტრის გაფრენა.[5][6] ეს მოწყობილობა, რომელსაც შემქმნელმა უწოდა „მტრედი“.[7] არქიტამ დაწერა წიგნებიც, რომლებიც დღეს დაკარგულია, სი მოხსენებულია ვიტრუვიუსის მიერ შედგენილ სიაში, რომელშიც შეყვანილია მექანიკის სფეროში მოღვაწე ოცი ავტორი[8] თომას ვინთერი მიიჩნევს, რომ არქიტას, არისტოტელეს ფსევდო მიმდევრის მიერ შექმნილი ნაწარმოები მნიშვნელოვანი მასალის შემცველია მექანიკის პრობლემებთან დაკავშირებით. ეს ნამუშევარი არ არის დაკარგული, თუმცა დაუფასებელია.[9]

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს არქიტა.

  • von Fritz, Kurt (1970). „Archytas of Tarentum“. Dictionary of Scientific Biography. 1. New York: Charles Scribner's Sons. pp. 231–233. ISBN 0-684-10114-9. on line [1]
  • Huffman, Carl A. Archytas of Tarentum, Cambridge University Press, 2005, ISBN 0-521-83746-4

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Deutsche Nationalbibliothek Record #118645617 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. გიგინეიშვილი კ., „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ : საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, 1985, გვ. 35
  3. Morris Kline, Mathematical Thought from Ancient to Modern Times Oxford University Press, 1972 p. 49
  4. Laërtius 1925, § 83: Vitae philosophorum
  5. Aulus Gellius, "Attic Nights", Book X, 12.9 at LacusCurtius დაარქივებული 2012-07-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  6. ARCHYTAS OF TARENTUM, Technology Museum of Thessaloniki, Macedonia, Greece დაარქივებული December 26, 2008, საიტზე Wayback Machine.
  7. Automata history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-12-05. ციტირების თარიღი: 2018-08-19.
  8. Vitruvius, De architectura, vii.14.
  9. Thomas Nelson Winter, "The Mechanical Problems in the Corpus of Aristotle," DigitalCommons@University of Nebraska - Lincoln, 2007.