შინაარსზე გადასვლა

არქიმედეს ხრახნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქიმედეს ხრახნის სქემა

არქიმედეს ხრახნიარქიმედეს გამოგონებული წყალსაქაჩი მანქანა (დაახლოებით ძვ. წ. 235). 4-6.5 მეტრი სიგრძის ორმხრივ ღია ცილინდრული მილი. მილის ღერძზე დამაგრებულია ხრახნულზედაპირიანი ლილვი, რომელიც ხრახნის ღარს ქმნის. არქიმედეს ხრახნის ერთ ბოლოს ამოსაქაჩავ სითხეში ჩაუშვებენ, მეორეს კი იქით მიმართავენ, საითაც სითხის გადაქცევა უნდათ (არქიმედეს ხრახნის ღერძს ჰორიზონტისადმი გარკვეული, დაახლ. 40°-იანი კუთხით აყენებენ). ხრახნის ბრუნვისას სითხე გაჩუწყვეტელ ნაკადად იღვრება მილის ზედა ნაწილიდან. არქიმედეს ხრახნის მუშაობა დამყარებულია დახრილი სიბრტყის პრინციპზე. დგუშიან ტუმბოსთან შედარებით, არქიმედეს ხრახნს ის უპირატესობა აქვს, რომ მას ლამიანი წყლის ამოქაჩვაც შეუძლია, დგუშიანი ტუმბო კი მხოლოდ სუფთა წყალს ქაჩავს. ცენტრიდანულ ტუმბოსთან შედარებით, არქიმედეს ხრახნი ძალზე მოძველებული მანქანაა, თუმცა მას აქა-იქ მაინც იყენებენ, მაგალითად, ხორცსაკეპ მანქანაში და სხვაგან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]