არქიკარპიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქიკარპიუმი (ბერძნ. arche „საწყისი, მთავარი“ და karpos „ნაყოფი“) მრავალი ჩანთიანი სოკოს მდედრობითი სასქესო ორგანო.

არქიკარპიუმში არჩევენ ქვედა, გაფართოებულ ნაწილს — ასკოგონსა და ზედა, ვიწრო — ტრიქოგინას. მამრობით სასქესო ორგანოში (ანთერიდიუმში) განვითარებული სასქესო უჯრედები ტრიქოგინის გავლით ხვდება ასკოგონში. აქედან ვითარდება ე. წ. ასკოგენური ჰიფები, რომელთაგანაც სპორების შემცველი ჩანთები (ასკები) წარმოიქმნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]