არქი
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
ეს სტატია ან სექცია რეკლამის ტიპისაა. |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
არქი - ერთ-ერთი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც 18 წელზე მეტია უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის 50 დასრულებული და 26 მიმდინარე პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით,[1] 2023 წლიდან კი აშენებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს მაიამიში, აშშ-ში.
კომპანიას ხარისხიან საცხოვრებლებთან ერთად, უძრავი ქონების ინვესტიციით დაინტერესებული ადამიანებისთვის აქვს აპარტოტელები, რომლებიც ბინის მფლობელებსა თუ სტუმრებს სთავაზობს 5 ვარსკვლავიან მომსახურებას.
არქი აერთიანებს 40 000-ზე მეტ მობინადრესა და 300-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის პროექტები კი, მდებარეობს დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანიის ისტორია 2006 წელს იწყება, როდესაც ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ექსპერტი ილიამ წულაია არქის აფუძნებს. თავდაპირველად, კომპანია დაკავებული იყო საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობით, თუმცა 2008 წლიდან აქტიურად დაიწყო საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე პოზიციონირება.
2018 წელს, კომპანიამ თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, განაახლა ბრენდის იდენტობა და “არქი ჯგუფი” რებრენდინგის შემდეგ გახდა “არქი”, სლოგანით - ერთი დიდი ოჯახი.
2024 წლიდან, დელოიტი, დიდი ოთხეულის წევრი კომპანია, არქისა და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს.[2]
მენეჯმენტის გუნდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილია წულაია — არქის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2006-2016 წლებში იყო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
- მენი ბენიში — არქის პარტნიორი და მთავარი აქციონერი 2007 წლიდან.
- ზაზა ფაჩულია — არქის პარტნიორი 2019 წლიდან.
- შიო ხეცურიანი — არქის გენერალური დირექტორი 2019 წლიდან. მრავალწლიან გამოცდილებასა დაყრდნობით დანერგა და განახორციელა კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი წარმატებული პროექტი.
ჯილდოები და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წელს არქი ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე. ოქროს ბრენდი საქართველოში ერთერთ მთავარ ბიზნეს ჯილდოს წარმოადგენს, რომლის გამარჯვებულიც მომხმარებლებისა და ექსპერტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება.[3]
2019 წელს არქი თაუერი EBRD-მა საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად დაასახელა მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის - GEFF-ის პრეზენტაციის ფარგლებში, რომელიც არის "ენერგოკრედიტის" შემდეგი ფაზა, რომელსაც ევროკავშირი და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო აფინანსებს.[4]
2018 წელს არქი პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელსაც EBRD-მ ენერგოეფექტური მშენებლობისთვის სპეციალური გრანტი გადასცა. ერთი წლის განმავლობაში ექსპერტები ამოწმებდნენ არქის ერთ-ერთ საცხოვრებელ პროექტს(თაუერსს) და საერთაშორისო აუდიტს უტარებდნენ სამშენებლო მასალებს, კარ-ფანჯარას და შენობის თბოიზოლაციას. შემოწმებისას დადგინდა, რომ თბოგამტარობის კოეფიციენტი და შენობის აღჭურვილობის ენერგოეფექტურობა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა, ამიტომ არქის მშენებლობა ენერგოეფექტურად იქნა მიჩნეული და კომპანიას 50 000 დოლარი გადაეცა.[5]
2024 წელს არქიმ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ სამიტში - 2024 SelectUSA Investment Summit. ამერიკის საელჩოს ორგანიზებით არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და არქი მაიამის ხელმძღვანელი გიგა აქირთავა ვაშინგტონში გამართულ სამიტს დაესწრნენ. საელჩოს ორგანიზებითვე გაიმართა შეხვედრა თეთრ სახლში.[6]
პროექტები
არქის პროექტები მდებარეობს თბილისის უმეტეს უბანში და ქალაქებში - ბათუმი, რუსთავი, ბაკურიანი და სიონი. ქვეყნის საზღვრებს გარეთ კომპანიის პირველი პროექტი მაიამიში, აშშ-ში შენდება.
- არქი მაიამი - აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ითვალისწინებს 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო, დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს.[7]
- კომპანიის მიმდინარე ელიტარული პროექტები თბილისის მასშტაბით
- არქი ლისი სანრაიზი - არქის საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ლისის ტბასთან ახლოს და მოიცავს მწვანე სივრცეში განთავსებულ 6 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს პანორამული ხედებით თბილისზე.
- არქი უნივერსი - 26 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს და მოიცავს 257 ბინას.
- არქი რივერთაუნი - კომპლექსი მდებარეობს დიღომში და აერთიანებს მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას.
- კომპანიის პროექტები აპარტოტელის მიმართულებით
- Le Meridien Sioni Lake Resort & Spa by Archi - დასასვენებელი კომპლექსი სიონის ტბაზე, აერთიანებს ხუთ აპარტოტელს, რომელიც შედგება ლუქს, არტ და მოდერნ სტუდიოს კატეგორიის აპარტამენტებისგან.
- არქი რამადა ბათუმი - მულტიფუნქციური აპარტოტელი, რომლის პარტნიორი Ramada Encore by Wyndham-ია, მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდი.
- არქი დიალოგი კოხტა - ევროპული სტანტარტის 5-სართულიანი აპარტოტელი მაქსიმალურად ითვალისწინებს ადგილობრივ ურბანულ მდგომარეობას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ არქის ყველა პროექტი. archi.ge. ციტირების თარიღი: 2025-03-04.
- ↑ არქიმ და დელოიტმა აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს. Marketer.ge. ციტირების თარიღი: 2025-03-04.
- ↑ „არქი“ ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა. BM.ge. ციტირების თარიღი: 2025-03-04.
- ↑ არქი თაუერი EBRD-მა საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად დაასახელა. on.ge. ციტირების თარიღი: 2025-03-04.
- ↑ EBRD-მ არქი ჯგუფს ენერგოეფექტური მშენებლობისთვის 50 000 დოლარი გადასცა. ambebi.ge. ციტირების თარიღი: 2025-03-04.
- ↑ არქიმ აშშ-ს ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ სამიტში 2024 SelectUSA Investment Summit მიიღო მონაწილეობა. businessinsider.ge. ციტირების თარიღი: 2025-03-04.
- ↑ „არქი მაიამი“ – ლიდერი დეველოპერული კომპანია აშშ-ში ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. forbes.ge. ციტირების თარიღი: 2025-03-04.