არქეოციათები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქეოციათები (ლათ. Archaeocyatha) — გადაშენებული უხერხემლო ცხოველების ტიპი. ცხოვრობდნენ ადრეული კემბრიული პერიოდის ზღვებში (100 მეტრ სიღრმემდე). ჰქონდათ კირქვისაგან შემდგარი, ჩვეულებრივ, ფიალისებრი ან ყანწისებრი ფორებიანი ჩონჩხი. მათი საშუალო სიგრძე 5 - 10 სანტიმეტრს, ზოგჯერ 1 მეტრს აღწევდა, დიამეტრი კი 1,5 - 3, იშვიათად 50 სანტიმეტრს. ცხოველი ზღვის ფსკერს კონუსის ფუძით ემაგრებოდა. ჩვეულებრივ ცალადი ფორმები იყვნენ, იშვიათად კოლონიური. ცნობილია 1000-ზე მეტი სახეობა, რომლებიც დედამიწის სულ სხვადასხვა მხარეშია ნაპოვნი. არქეოციათები ქვედა კემბრიული ნალექების სახელმძღვანელო ნამარხებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]