არფხოს შახტი
იერსახე
| არფხოს შახტი | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 525 მ |
| სიღრმე | 60 მ |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
არფხოს შახტი — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მჭიშთის აუზში, ზღვის დონიდან 525 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. შახტს განიერი ჩასასვლელი აქვს (დიამეტრი 7-8 მ). ზედაპირიდან 35 მეტრზე შახტი აჩენს მოზრდილ საფეხურს და სწრაფად უკავშირდება უფრო მცირე სიღრმის შახტს.
შახტის სიღრმე 60 მ-ს აღწევს. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტები, ფარდები და კალციტის ქერქგადაკრული უბნები; მექანიკურიდან დროებითი ნაკადების მიერ ზედაპირიდან ჩატანილი ნაშალი მასალა. ჰავა სტატიურია. ჩაედინება დროებითი ნაკადები. საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966