არფაქსად იოთამის ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არფაქსად იოთამის ძე — XVI საუკუნის II ნახევრის ჯავახი ფეოდალი.

მოხსენიებულია ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასის ერთ-ერთი მინაწერში, როგორც „მჴნე, ახოვანი, სახელოვანი, სახელგანთქმული და სიყრმითგან მრავალჯერ გამარჯვებული“, ასევე „მესხური დავითნის მატიანეში“. ცოლად ჰყოლია „მეფეთმეფის ასული, პატრონი თამარ“. ფლობდა ხერთვისსა და კიდევ 5 ციხე-სიმაგრეს სამცხეში, სავარაუდოდ, ალასტანსაც, რომლებიც მან 1578 წელს ოსმალებს ჩააბარა. მკვლევართა აზრით, არფაქსადი შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ამატაკისშვილთა (ქ. შარაშიძე) ან შალიკაშვილთა (თ. ჯოჯუა) ფეოდალურ სახლს. უკანასკნელი ვარაუდის სისწორის შემთხვევაში მისი მამა იოთამი ვახუშტ-ყოფილი ვასილიოს შალიკაშვილისა და ქეთაონ-ყოფილი ქრისტინეს (გიორგი VIII-ის ასული) უფროსი ვაჟი ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]