არუთიან ვარდანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არუთიან ვარდანიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არუთიან ვარდანიანი
დაბადების
თარიღი
5 დეკემბერი, 1970 (1970-12-05) (53 წლის)
დაბადების
ადგილი
გიუმრი, სომხეთის სსრ
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1988 - 1989 ლორი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1989 - 1997 შირაკი 225 (56)
1998 - 1999 ლოზანი 7 (0)
1999 - 2000 ფორტუნა 33 (1)
2000 - 2003 იანგ ბოიზი 98 (5)
2003 - 2004 სერვეტი 28 (9)
2004 - 2006 არაი 37 (0)
2006 - 2007 ბილ-ბენი 15 (5)
ეროვნული ნაკრები
1994 - 2004 სომხეთი 62 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არუთიან ვარდანიანი (სომხ. Հարություն Վարդանյան; დ. 5 დეკემბერი, 1970, გიუმრი, სომხეთის სსრ) — კარიერადასრულებული სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით მცველი. ვარდანიანი თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის, შვეიცარიის და გერმანიის კლუბებში. მას კარიერის დიდი ნაწილი გაატარა შვეიცარიის საფეხბურთო სუპერლიგის კლუბებ: ლოზანში, ვერვეტში და არაიში. იგი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ძირითად მცველად მოისაზრებოდა; ნაკრების მაისურით ჩატარებული აქვს 62 თამაში. მისი ნაკრებში დებიუტის, 1994 წლის 15 მაისის შემდეგ მან 1 გოლი გაიტანა.

არუთიან ვარდანიანი სომხეთის ნაკრების კაპიტნებს შორის გამოირჩეოდა საკუთარი მრავალმხრივი შესაძლებლობებით. იგი გამორჩეული იყო საკუთარი უნივერსალობით: შეეძლო ნებისმიერი პოზიციის დაცვა და ჰქონდა გადაცემის შესანიშნავი ტექნიკა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუთიან ვარდანიანი დაიბადა ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი), თუმცა საფეხბურთო კარიერა ლორი ვანაძორში დაიწყო. 1989 წელს დაბრუნდა ლენინაკაში და თამაში დაიწყო შირაკ გიუმრიში. იგი კლუბში ისტორიაში ყველაზე მეტი ჩატარებული სეზონითა და თამაშით გამოირჩა. შირაკთან ერთად მან 3-ჯერ სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (1992, 1994, 1995) და სომხეთის სუპერთასი (1996) მოიგო. 1997 წელს იგი დასახელდა სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ამ წელს მან სომხეთის კლუბში უკანასკნელი სეზონი ჩაატარა. ამ წელს, მან კონტრაქტი გააფორმა კლუბ ლოზანისთან; მან კლუბში ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ, ვარდანიანი საცხოვრებლად კიოლნიში გადავიდა და კლუბ ფორტუნას შეუერთდა. მან ფორტუნა კიოლნში ორი სეზონი გაატარა, ხოლო შემდეგ დაბრუნდა შვეიცარიაში და კლუბ იანგ-ბოიზს შეუერთდა.

2003 წელს არუთიან ვარდანიანი კლუბ სერვეტს შეუერთდა. სერვეტის შემადგენლობაში მან მოიგო შვეიცარიის სუპერლიგა.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუთიან ვარდანიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1994 წლის 15 მაისს, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ გასვლით შეხვედრაში (აღნიშნული მატჩი სომხეთის ისტორიაში მეორე ოფიციალური თამაშია).[1][2] ვარდანიანმა ნაკრებში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი; ეს გოლი გაუტანა 1997 წლის 6 სექტემბერს ალბანეთის ნაკრებს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს ვარდანიანი საკუთარ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მონ-დე-მარსანში, საფრანგეთში გადავიდა. ის არის ფრანგული ქალაქის ერთ – ერთ ცენტრალურ მოედანზე პატარა კაფის მფლობელი და ოპერატორი.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. USA - ARMENIA 1:0. armfootball.tripod.com. ციტირების თარიღი: 13 March 2013.
  2. Harutyun Vardanyan. armfootball.tripod.com. ციტირების თარიღი: 13 March 2013.
  3. Harutyun Vardanyan in France. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-30. ციტირების თარიღი: 2019-10-30.