არუაა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ტერმინს. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

არუაა (აფხ. Аруаа) — სახალხო ორგანიზაცია ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში. აერთიანებს 1992-1993 წლების ომის ვეტერანებს. დაარსდა 2007 წლის 10 მაისს. დამფუძნებელ კრებას 534 ადამიანი ესწრებოდა. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ვლადიმერ არშბა ერთხმად აღიარეს ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ხოლო ვლადიმირ სმირი და მუჰამედ კილბა აირჩიეს ვიცე-თავმჯდომარეებად. უზენაესი საბჭოს წევრთა შემადგენლობაში ასევე შევიდნენ: სერგეი მატოსიანი, ედუარდ ბულია, სლავიკ ქუჩუბერია, ადლერ მიქვაბია, ვიტალი გაბნია, გენადი მარღანი, კაჩუბეი ავიძბა, ჩინგიზ ბიგვავა, ლიანა აჩბა და მზია ბეია.

რეზოლუციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 14 ივლისს, ვლადიმერ სმირმა განაცხადა პოსტიდან გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა არუაას უმაღლეს საბჭოს. 20 ივლისს, არუაას უზენაესმა საბჭომ უარი განაცხადა სმირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და იგი თავჯდომარის პოსტზე დატოვა, სანამ ორგანიზაციის ახალი საბჭო არ შეიქმნებოდა. სხდომაზე მიიღეს განცხადება, რომელიც მიმართული იყო აფხაზეთის მუსულმანთა გაგრის სასულიერო განყოფილების ხელმძღვანლისა და რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრის, ემიკა ჩაკმაჩ-ოღლის მკვლელობის თაობაზე. განიხილებოდა დედაქალაქის ქუჩების სახელების შეცვლაც.

არუაას აზრით, ემიკა ჩაკმაჩ-ოღლის მკვლელობა მოხდა მას შემდეგ რაც, სოხუმის მეჩეთის იმამის, სალიჰა კვარაცხელიას, თავიდან მოსაშორებლად ჩატარებულმა ტერაქტმა შედეგი არ გამოიღო. როგორც არუაას წამომადგენლებმა განაცხადეს, ეს ყველაფერი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დაშინებას ემსახურება. მუსლიმ სასულიერო პირებზე თავდასხმა პირველად არ ხდება. არუაას აზრით, კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ აფხაზეთში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი წარმოშვან. არუაას წარმომადგენლებმა მიმართეს ამცახარას, რათა განცახდებით გამოხმაურებოდნენ თანამებრძოლის მკვლელობას. არუაამ მიმართა ხელისუფლებას და შეახსენა თანამდებობის პირებს, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დაცვაზე და დამნაშავეების დასჯაზე.

შეთანხმება ოპოზიციასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 10 ივლისს, არუაამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ოპოზიციურ პარტიებთან: გაერთიანებული აფხაზეთი, აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი, აფხაზეთის სახალხო პარტია, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია და სხვადასხვა სახალხო მოძრაობებთან.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე, სადაც შევიდოდნენ შეთანხმების ხელმომწერი წარმომაადგენლები, რათა მომავალში მიეღოთ ერთიანი გადაწყვეტილებები და მოქმედების საერთო გეგმა; ასევე ისეთი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომელიც საზოგადოებაში არსებული კრიზისის აღმოფხვრას ემსახურება და მოაწესრიგებს ნიადაგს, რათა მოხდეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმების გატარება. ხელისუფლებასთან დიალოგის ყველაზე ეფექტური გზა იქნება ოპოზიციისა და არასამთავროების გაერთიანებული პლატფორმა, რომელიც შეძლებს საზოგადოების ნება მიაწვდინოს მთავრობას და მოახდინოს ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკის გატარება. საკოორდინაციო საბჭო მზად არის მის რიგებში მიიღოს სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციები.

რესპუბლიკური პოლიტიკური პარტიები: აფხაზი ერის ერთიანობის ფორუმი, ერთიანი აფხაზეთი, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული პარტიის, ასევე სამოქალქო ორგანიზაციების — „ახიაწა“ (Ахьаца), „არუაა“ და „აბააშა“ საერთო სამოქალაქო კავშირი „სამართლიანობისთვის, სტაბილურობისთვის და დემოკრატიისთვის“ და პატრიოტული მოძრაობა „ახალგაზრდა აფხაზეთი“ (Молодая Абхазия) საერთო დეკლარაციით გამოვიდნენ. მათი მთავარი ამოცანა საკონსტიტუციო რეფორმებზე შეთანხმება და მისი დახვეწა არის.

ზემოთ აღნიშნული მხარეები უკმაყოფიილებას გამოხატავენ ხელისუფლების ჩრდილოვანი პოლიტიკით და მოუწოდებენ მათ ებრძოლონ კორუფციას და ფულის გათეთრების სხვადასხვა საშუალებებს; გაატარონ რეფორმები ელექტოენერგიისა და ჯანდაცვის სფეროებში და გადახედონ მიწის კანონებს.

ახალი თავმჯდომარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე საბჭოს პერიოდში, 2013 წლის 30 ივლისს, მოძრაობამ აირჩია ვიტალი გაბნია, როგორც ახალი თავმჯდომარე, აქამდე კი დაურ აჩუგბა ასრულებდა თავჯდომარის მოვალეობებს.[1] სხდომაზე ასევე აირჩიეს უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა, ჯამში 45 ადამიანი.

საკუთარ გამოსვლაში არუაას თავმჯდომარემ, დაურ აჩუგბამ, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, ძირითად კი საქართველო-აფხაზეთის ე. წ. საზღვარზე არსებულ ვითარებაზე, პასპორტიზაციასა და დემოგრაფიაზე.

უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარე, ვიტალი გაბნია, არის „ლეონის ორდენის“ კავალერი. სხდომაზე ასევე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეეხო 1992-1993 წლებიდან ოცი წლის თავს. რეზოულიცაში ხაზი აქვს გასმული ვეტერანთა ღვაწლს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ქვეყნის გაძლიერებისთვის ბრძოლას. უნდა მოხდეს აფხაზეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

არუაამ განაცხადა, რომ რათა არ მოხდეს ისტორიის განმეორება, უნდა მოხდეს პოლიტიკის გადახედვა, რადგან საქართველოს გავლენები აფხაზეთის ტერიტორიაზე მოძლიერდა, რაც დაუშვებელია. ეს კი განპირობებული იყო ქართველი მოსახლეობის მასობრივი პასპორტიზაციით, რომლებსაც ორმაგი მოქალქეობა აქვთ საქართველოსთან, რაც დაუშვებელია აფხაზური კანონმდებლობით.

უნდა მოხდეს 1992-1993 წლებში დაღუპული ვეტერანთა ოჯახების მხარდჭერა და დაზარალებულთა დახმარება სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური პაკეტებით. უნდა მოხდეს არამხოლოდ აფხაზი ვეტერანების გაერთიანება, არამედ კავკასიის მასშტაბით მათი კონსოლიდაცია. ასევე, პრეზიდენტსა და პარლამენტს, უნდა მოეთხოვოს პასპორტების ანულირება, რომელთა გაცემაც მოხდა უკანონოდ და დამნაშავეების დასჯა.

არჩევნები და რეფერენდუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მაისიდან, როდესაც ე. წ. პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის გადაყენების შემდეგ, არუაამ საგანგებო ყრილობა გამართა 19 ივნისს, სადაც მათ მხარი დაუჭირეს რაულ ხაჯიმბას და მისი თავჯდომარის ვიტალი გაბნიას კანდიდატურას პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე. 5 და 12 დეკემბერს არუაამ ჩაატარა ყრილობა, სადაც იგი მიესალმა ხაჯიმბასა და გაბნიას არჩევნებში გამარჯვებას და ახალ თავმჯდომარედ ილია გუნია დაინიშნა. 2018 წლის 4 მარტს არუაამ დაგმო დაგეგმილი რეფერნდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

არუაამ განაცხადა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ასლან ბჟანიას კონცეფციას აფხაზეთის საგარეო პოლიტიკაზე. ისინი უსვამენ ხაზს, რომ დოკუმენტში აღნიშნული მრავალმხრივი ურთიერთობა ქვეყნებთან არ გამოვა, სანამ საქართველო აფხაზეთს ოკუპრებულ ტერიტორიად თვლის და უარს აცხადებს მისი დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამის საპასუხოდ, ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკის კონცეფცია ზერელად ჰქონდათ შესწავლილი არუაას წარმომადგენლებს და იგი არ გულისხმობდა აფხაზეთის სტატუსის დაკნინებას ან როგორმე დასუსტებას.

ვეტერენთა კავშირის სახელით ისაუბრა თემურ ნადარაიამ, მან ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტში მიმდინარეობდა განხილვა, როგორც შიდა ასევე საგარეო პოლიტიკის. ამ მოსმენებში მონაწილეობას იღებდნენ არამხოლოდ დეპუტატები, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური მოძრაობები და ასევე უსაფრთხოების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე. ნადარაიამ განაცხადა, რომ მათ მიერ წამოწეულმა საკითხებმა მოწონება დაიმსახურეს პარლამენტში. 17 იანვარს, მაშინ ასლან ბჟანია ჯერ კიდევ ოპოოზიციის წევრი იყო, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთმა პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ქართულ მხარესთან და განიხილოს, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური საკითხები. ნადარაიამ განაცხადა, რომ შიდა საკითებზე შესაძლებელია აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ისეთ საკითებზე, რომლებიც ეხება აფხაზეთის სუვერენულობას და საგარეო პოლიტიკას, ყველას ერთნაირი მიზანი და შეხედულება უნდა ჰქონდეთ. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის მიმართულები ისე განსაზღვრა, რომ არავისთვის მოსაზრება არ უკითხავს. თემურ ნადარაიამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„ამდენად დიდი პრობლემაა ჩვენთან კონსულტაციის გავლა, მრავალმხრივი მოლაპარაკებები, რომ კონსტიტუციის ეს მუხლები უკეთ შედგენილიყო? რა იგულისხმება პოლიტიკის მრავალფეროვნებაში? მოლაპარაკებების წარმოება ბიზნესმენებსაც და არასამთავროებსაც შეეძლებათ? ჩვენთვის გაუგებარია არსებული საკითხები“

ვეტერანთა გაერთიანება, სანდოობას მხოლოდ ჟენევის ფორმატს უცხადებს და უარს აცხადებს სხვა მხრივ საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოებაზე.

ვიკიციტატა
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონტაქტები და მოლაპარაკები აფხაზეთსა და საქართველოს შორის ისედაც მიმდინარეობს და არ არის საჭიროება ახალი ფორმატის დამატებისა, ეს ქვეყანას არ არგებს. საქართველო აფხაზეთს მხარედ არ თვლის. მათ აქვთ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მათთვის აფხაზეთი ოკუპირებულია. სანამ ეს კანონი მოქმედი იქნება, ისინი მოლაპარაკების მხარედ აფხაზეთს არ ცნობენ, როგორც ეს ჟენევის სამიტზეც ხდება ხოლმე.[2]

არუაა ასევე აცხადებს, რომ ამ პუნქტების კონსტიტუციაში არსებობა ნიშნავს, რუსეთის გაძევებას მოლაპარაკების მაგიდიდან, რაც ყოვლად დაუშვებელია.

არუაას ამ მოსაზრებას ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო სამინისტრო არ ეთანხმება და საპასუხოდ საუბრობენ იმაზე, რომ ეს თემები კომიტეტების სხდომაზე განხილეს და მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატი არ ნიშნავს საქართველოსთან გარიგებას, არამედ ურთიერთობის დარეგულირებას ემსახურება. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის გაძევება მოლაპარაკებათა მაგიდიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ხოლო ჟენევის დისკუსიათა ფორმატი ისევ რჩება საერთაშორისო ფორმატად, სადაც აფხაზეთი ოფიციალური მხარეა.[3]

არუაამ ასევე გამოსვლაში ხაზი გაუსვა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ საკითხს და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ, თავდაცვის მინისტრი ანუა დამნაშავედ გამოაცხადა, საქართველოსთან ამის შემდეგ პირისპირი მოლაპარაკება ვერ მოხერხდებბოდა.

არუაას წარმომადგენელმა, ილია გუნიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა არის გახლეჩილი, ხოლო პოლიტიკური სიტუაცია ჩიხში არის შესული, სწორედ ამიტომ ვეტერანთა აზრი უნდა იყოს მოსმენილი პოლიტიკოსების მიერ. არუაას მთავარი ამოსავალი წერტილი 2016 წლის არეულობის დროს იყო მოსახლეობის ერთიანად მიღება, რათა არ მომხდარიყო დაყოფა ეროვნული ნიშნით, ან პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. არუაამ სხვადასხვა პოლიტიკური პატიები და არასამთავობო ორგანზიციები მოლაპარაკებათა მაგიდაზე მიიწვია.

მათ განაცხადეს, რომ ოპოზიციას არ აქვს რეალური საფუძვლები, რომ მოითხოვოს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა. ვეტერანებმა განაცხადეს, რომ რაულ ხაჯიმბას არ დაურღვევია კონსტიტუცია და რესპუბლიკის სხვა კანონები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა მის გადადგომაზე საუბარი. აღსანიშნავია, რომ არუაას და აბააშას მხარი არ დაუჭერიათ მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვის იდეაზე, მათ განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს უფრო ავნებდა. მათ ოპოზიციას მოუწოდეს დაშოშმინებისკენ, ხოლო საზოგადოებას მოუწოდეს საღად აზროვნება, რადგან ოპოზიციის მიერ პროტესტის წამოწყება არაფერია გარდა დაკარგული პოზიციის დაბრუნებისკენ მოწოდება.

არუაამ ასევე შესთავაზა პარლამენტს, შეექმნათ სახელმწიფო კომისია, რომელიც დაარეგულირებდა უძრავი ქონების განკარგვის კანონმდებლობას და რომ ამ საქმიანობას შემოერთებოდა დეპუტატთა კორპუსი, საზოგადოების, არასამთავრობოსა და სამეცნიერო წარმომადგენლები და ექპერტები.

ვეტერანთა კავშირს არაერთხელ გამოუცხადებია სრული ნდობა რაულ ხაჯიმბას მიმართ, ალია გუნიამ ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამართულ სხდომაზე, სადაც მიწვეული იყო სააკოორდინაციო საბჭოს სხვადასხვა წარმომადგენელი, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, რადგან მან თანხმობა განაცხადა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე სამსჯელოდ შემოუერთდა საკოორდინაციო საბჭოს. ხაჯიმბამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა წევრებს მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და მზად ყოფნა განაცხადა მომავალში თანამშრომლობის. აფხაზეთში არსებული სიტუაცია მან სტაბილურად და კონტრორილებულად დაახასიათა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს კონსტიტუციის რეფორმებზე და სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების გადაჭრის გზებზე. პრეზიდენტმა ინტერესი გამოთქვა რიგ არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, მათ შორის ოპოზიციურ მხარესთანაც, რათა მათ საერთო მიზანს მიაღწიონ — ააშენონ ძლიერი სახელმწიფო.

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა რაულ ხაჯიმბას მიერ გატარებულ პოლიტიკას მხარი დაუჭირეს და დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ასეთი ტიპის შეხევდრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, საერთო აზრის ჩამოყალიბებაში და პარტიებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში.

არუაამ აფხაზ ხალხს აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის წვლილს ამ საქმეში და იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში მეტი სახელმწიფო აღიარებდა აფხაზეთს, რასაც ამჟამად საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკა და ოკუპაციის შესახებ კანონები უქმნის.

განცხადებაში არუაამ ხაზი გაუსვა XIX საუკუნის მუჰაჯირობას და ამ პერიოდის სირთულესა და დრამატულობას. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს ხელი გაეწოდებინათ კავკასიელი ხალხისთვის, რადგან კავკასიელებს თანაბრად სურთ რეგიონში იყოს სიმშვიდე და ეკონომიკურად განვითარდეს კავკასია. არუაას წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ აფხაზებსა და ადიღეელებს შორის კავშირი, რომლებიც ცხოვრობენ როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე თურქეთში, სირიასა და იორდანიაში, იქნება მომავალი თანამშრომლობისა და მყარი მეგობრობის საფუძველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]