არტურ ჩჟუნი
| არტურ ჩჟუნი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 17 მარტი, 1970 – 6 ოქტომბერი, 1980 | |
| პრემიერ-მინისტრი | ფორბს ბურნჰემი |
| წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
| მემკვიდრე | ფორბს ბურნჰემი |
| დაბადებული | 10 იანვარი, 1918 უინძორ ფორესტი, ბრიტანეთის გვინეა |
| გარდაცვლილი | 23 ივნისი, 2008 (90 წლის) ჯორჯტაუნი, გაიანა |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ჩინელი |
| დაკრძალულია | გაიანის ბოტანიკური ბაღი |
| პოლიტიკური პარტია | დამოუკიდებელი |
| მეუღლე | დორენ ჩჟუნი (იქ. 1954) |
| შვილები | 2 |
ართურ რეიმონდ ჩჟუნი (ინგლ. Arthur Raymond Chung; დ. 10 იანვარი 1918 – გ. 23 ივნისი 2008) — გაიანის პრეზიდენტი 1970 წლის 17 მარტიდან 1980 წლის 6 ოქტომბრამდე.[1] ის იყო პირველი ეთნიკურად ჩინელი პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური აზიის ფარგლებს გარეთ.[2] ბრიტანული კოლონიური ეპოქის დროს გაიანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერი, ჩჟუნი დაჯილდოვდა გაიანის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, ღირსების ორდენით.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩჟუნი დაიბადა ჩინურ-გაიანურ ოჯახში სოფელ უინძორ ფორესტში, დასავლეთ სანაპირო დემერარაში, ბრიტანეთის გვინეა; ის იყო ჯოზეფ და ლუსი ჩჟუნების რვა შვილიდან ყველაზე უმცროსი.[1] ართურმა განათლება მიიღო უინძორ ფორესტში, ბლანკენბურგსა და თანამედროვე სკოლაში. 1954 წელს მან ცოლად შეირთო ასევე უინძორ ფორესტის მკვიდრი, დორინ პამელა ნგ-სი-კუანი, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.[1]
სამოქალაქო სამსახურამდე ჩჟუნი იყო ამზომველის შეგირდი და მიწის მზომველი. 1940-იანი წლების დასაწყისში ჩჟუნი ჩაირიცხა მიდლ ტემპლში, ლონდონში და 1947 წელს მიიღო ბარისტერის კვალიფიკაცია. ის დაბრუნდა გაიანაში და მოგვიანებით დაინიშნა მაგისტრატი მოსამართლის მოვალეობის შემსრულებლად. ის გახდა მაგისტრატი მოსამართლე 1954 წელს, ხოლო უფროსი მაგისტრატი მოსამართლე 1960 წელს. ჩჟუნი ასევე მსახურობდა აქტების რეგისტრატორად და უზენაესი სასამართლოს რეგისტრატორად. შემდეგ იგი გახდა უმცროსი მოსამართლე და ბოლოს, 1963 წელს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.[3]
გაიანის პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც 1970 წელს გაიანა რესპუბლიკად გამოცხადდა, გაიანის ეროვნულმა ასამბლეამ ჩჟუნი პრეზიდენტად აირჩია, რითაც იგი გაიანის პირველი პრეზიდენტი გახდა; მან პოსტი 1970 წლის 17 მარტს დაიკავა. როგორც პრეზიდენტი, ართურ ჩჟუნი იყო გაიანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და გაიანის ორდენების კანცლერი. ათი წლის შემდეგ, კონსტიტუციურმა რევიზიამ პრეზიდენტის პოსტი აღმასრულებელ თანამდებობად გარდაქმნა და 1980 წლის 6 ოქტომბერს ჩჟუნი პრეზიდენტის პოსტზე ბურნჰემმა შეცვალა.[1][4] მისი პრეზიდენტობის დროს, ეს პოსტი წარმოადგენდა სახელმწიფოს ცერემონიულ მეთაურს გაიანის გენერალ-გუბერნატორის უფლებამოსილებებით, ხოლო მთავრობის მეთაური იყო პრემიერ-მინისტრი ფორბს ბურნჰემი.
მისი პრეზიდენტობის პერიოდში, 1972 წლის 27 ივნისს, გაიანამ დაამყარა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები ჩინეთთან, რითაც გაიანა გახდა პირველი ინგლისურენოვანი კარიბის ქვეყანა, რომელმაც დიპლომატიური კავშირი დაამყარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.[5] 1977 წელს გაიანის პრეზიდენტი ჩჟუნი ეწვია ჩინეთს და შეხვდა ოფიციალურ პირებსა და ელჩებს.

გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩჟუნი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა 2008 წლის 23 ივნისს[1][4] თავის სახლში ბელ-ეირ სპრინგსში, ჯორჯთაუნში. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე იგი რამდენჯერმე იყო ჰოსპიტალიზებული, ბოლოს კი საავადმყოფოდან 20 ივნისს გაწერეს.
მისი გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, იგი დაკრძალეს ბოტანიკურ ბაღში.[6]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს გამოცხადდა, რომ გაიანის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრს (GICC) პრეზიდენტ ართურ ჩჟუნის პატივსაცემად ეწოდებოდა „ართურ ჩჟუნის საკონფერენციო ცენტრი“. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დევიდ გრეინჯერმა განაცხადა: „მსურს, რომ ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ახსოვდეთ. ... წელს რესპუბლიკად გახდომის 45-ე წლისთავია და ბატონი ჩჟუნი იყო პირველი ჩინური წარმოშობის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი იყო არააზიურ ქვეყანაში, და ეს იყო ისტორიული მომენტი“.[7] სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ართურ ჩჟუნის საკონფერენციო ცენტრი გამოყენებას 2018 წლის ივნისში დაბრუნდა.[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 "Guyana's first President dies"დაარქივებული 14 February 2009 საიტზე Wayback Machine. , GINA, 23 June 2008.
- ↑ Obituary - Arthur Chung (June 29, 2008). ციტირების თარიღი: 9 March 2020
- ↑ 270 PERSONALITIES CARIBBEAN - PDF Free Download. ციტირების თარიღი: 9 March 2020
- 1 2 "Guyana's first president Arthur Chung dies" დაარქივებული 26 June 2008 საიტზე Wayback Machine. , Starbroek News, 24 June 2008.
- ↑ Visit to China by H.E. Raymond Arthur Chung, President of the Co-operative Republic of Guyana, 1977.
- ↑ „Guyana's first president laid to rest at Seven Ponds“. Stabroek News. 1 July 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 August 2022. ციტირების თარიღი: 19 April 2020. ციტატა: „Yesterday ... with full military honours just after noon, following a state funeral at the National Cultural Centre.“
- ↑ "International Conference Centre to be renamed in honour of first President" დაარქივებული 8 August 2022 საიტზე Wayback Machine. , Guyana Times International, 22 May 2018.
- ↑ "Rehabilitated Arthur Chung Centre recommissioned", Ministry of Public telecommunications, 8 June 2018.
| ||||||||||