არტურ შაჰინიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტურ შაჰინიანი
Artur Shahinyan.JPG
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1987(1987-01-08) (36 წლის)
დაბ. ადგილი სომხეთი
სიმაღლე 180
ქვეყანა სომხეთი

არტურ შაჰინიანი (სომხ. Արթուր Շահինյան; დ. 8 იანვარი, 1987) — სომეხი ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე.[1]

2011 წელს დორტმუნდში, გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[2] 2013 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[3] 2018 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შაჰინიანმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

2021 წლის მარტში მან მონაწილეობა მიიღო 2021 წლის ოლიმპიური თამაშების ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც ბუდაპეშტში, უნგრეთიში გაიმართა. იმ იმედით რომ იაპონიაში, ტოკიოში გასამართ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე კვალიფიკაციის მოპოვების იმედით.[4]

2013 წელს თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის 84 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. 1/32 ფინალში დაამარცხა პოლონელი მოჭიდავე, დამიან იანიკოვსკი, ანგარიშით 6-0. შემდეგ ეტაპზე 1/16 ფინალში მისი მეტოქე იყო პეტერ ბაჩი, რომელთანაც გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 4-1. მეოთხედფინალში დაამარცხა ფინელი ანტი ჰაკალა. ნახევარ-ფინალში შაჰინიანის მეტოქე იყო ქართველი მოჭიდავე, ვლადიმერ გეგეშიძე. შაჰინიანი შეხვედრაში ანგარიშით, 0-5 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა ბულგარელი მოჭიდავე ჰრისტო მარინოვი და ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

2018 წელს ბუდაპეშტში, უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 87 კგ წონით კატეგორიაში შაჰინიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1/32 ფინალში დაამარცხა ისრაელის სახელმით მოასპარეზე რომან ჟერნოვეცკი (ანგარიშით 9-0). 1/16 ფინალში მომავალ ფინალისტ უკრაინელ ჟან ბელენიუკთან დამარცხების გამო რეპეშაჟში განაგრძო მედლისთვის ბრძოლა. რეპეშაჟში გამართული პირველ შეხვედრაში დაამარცხდა ლიეტუველი მოჭიდავე ეივიდას სტანკევიჩუსი, ანგარიშით 9-0. რეპეშაჟში მისი შემდეგი მეტოქე ირანელი ჰუსეინ ნური იყო, რომელთანაც ანგარიშით 8-5 იმარჯვა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა ევროპული თამაშების ვერცხლისმედალოსანი, აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი.

2014 წელს მოიგო „Trophee Milone 2014“. არის გერმანიის მოჭიდავეთა გრან პრის ორგზის გამარჯვებული (2011, 2014). 2011 წელს მოიგო ესპანეთის გრან პრი. არის „Top Masters 2013“-ის გამარჯვებული. 2009 წელს იასპარეზა მსოფლიო მოჭიდავეთა თასზე. 2008 წელს იასპარეზა ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე. დაიკავა მე-10 ადგილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shahinyan, Artur (ARM). www.fila-official.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 12 November 2012.
  2. Shahinyan, Patrikeev take bronze. Newsinfo.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 12 November 2012.
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. hy. sport.news.am. ციტირების თარიღი: 24 March 2013.
  4. 2021 European Wrestling Olympic Qualification Tournament Results Book. ციტირების თარიღი: 24 March 2021