არტურ მორგანი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|არტურ მორგანი}} |
"" „“ | ამ სტატიაში/სექციაში გამოყენებული სასვენი ნიშანი ბრჭყალები (გაიგეთ მეტი ბრჭყალების შესახებ) არ შეესაბამება ქართული ენის ნორმებს. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |

არტურ მორგანი―ვიდეო თამაშ "Red Dead Redemption 2"-ის პერსონაჟი და მთავარი გმირი. ვან დერ ლინდის ბანდის მაღალი რანგის წევრი. არტური თამაშის განმავლობაში ცდილობს გადაურჩეს მთავრობასა და სხვა მოწინააღმდეგეებს,და ამავდროულად დაეხმაროს ბანდის წევრებს. არტურის როლს მსახიობი როჯერ კლარკი ასრულებს.
"Rockstar Games"-მა გადაწყვიტა "Red Dead Redemption 2" ერთ პერსონაჟზე ყოფილიყო ფოკუსირებული და არა სხვადასხვა ბანდის წევრზე. ისინი თვლიდნენ, რომ ეს უფრო შესაფერისი იყო თხრობისთვის. კლარკს სურდა არტური ეთამაშა ისე,რომ მოთამაშის მიერ არჩეულ ნებისმიერ ისტორიას ემოციური დატვირთვა და ღრმა შინაარსი ჰქონოდა. მან შთაგონება მიიღო ისეთი მსახიობებისგან, როგორიცაა რობ ვიეტოფი,რომელიც თამაშობდა ჯონ მარსტონს.
არტურმა მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებისგან, მისი კომპლექსური პერსონაჟი და საბოლოო მონანიება არავის ტოვებს გულგრილს. ის ვიდეო თამაშების ყველაზე საკულტო პერსონაჟთა შორისაა,ხოლო კლარკი Game Awards-ზე საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.
შექმნის პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"Rockstar Games"-ის შემქმნელმა ჯგუფმა გადაწყვიტა,რომ "Red Dead Redemption 2"-ში იქნებოდა ერთი მთავარი პერსონაჟი მათივე თამაშ "Grand Theft Auto V"-ისგან განსხვავებით. გადაღების პროცესი მოიცავდა მოძრაობისა და მეტყველების ერთდროულ ჩაწერას, ხოლო მოკლე დიალოგები ცალკე კაბინაში იწერებოდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტური დაიბადა 1863 წელს და შეუერთდა დაჩ ვან დერ ლინდის ბანდას როდესაც თოთხმეტი წლის იყო. მან დაკარგა მშობლები და მალე გახდა დაჩ ვან დერ ლინდის ყველაზე სანდო ქვეშევრდომი. არტურს ჰყავდა ვაჟი,ისააკი,მიმტან ელიზასთან,რომლებსაც ხელს უმართავდა,სანამ ორივე ძარცვაში არ მოკლეს. მორგანი წლების განმავლობაში ბანდის ყველაზე თავდადებულ წევრად იქცა. წარუმატებელმა ძარცვამ ბანდას სხვა გზა არ დაუტოვა,გარდა აღმოსავლეთით,მთებში გაქცევისა. მთელი ეს დრო,არტური ეხმარება სხვებს საკვების მოძიებაში და თანხის შეგროვებაში. მალევე,ის ბიზნესმენ ლევიტიკუს კორნუოლის მატარებელს ძარცვავს,რის შემდეგაც უწევს კორნუოლის დაქირავებული აგენტების წინააღმდეგ ბრძოლა.
ქლემენს ფოინთში გამგზავრებისას ბანდა ორ დაპირისპირებულ ოჯახს ხვდება,ბრეითვაიტებსა და გრეისებს,რის შემდეგაც ჯონის ვაჟს,ჯეკს,დაატყვევებენ. არტური იბრუნებს ჯეკს კრიმინალი ანჯელო ბრონტესგან და ეხმარება ბანდას შურისძიებაში. ბრონტეზე გაცეცხლებული დაჩ ვან დერ ლინდი წყალში ახრჩობს მას. მორგანი სწორედ ამ დროს ამჩნევს, რომ ლიდერის ეს ქცევა მისთვის უჩვეულოა,და ის ამდენი სტრესისგან ძალიან შეიცვალა. ბანდა კიდევ ეცდება ბანკის გაძარცვას,მაგრამ ესეც წარუმატებელი აღმოჩნდება და არტური სხვებთან ერთად გუამაზე, კუბის მახლობლად მდებარე კუნძულზე აღმოჩნდება გემის დაღუპვის შემდეგ. ის იძულებულია,რევოლუციონერებთან ერთად იბრძოლოს ახალი გემის სანაცვლოდ. ამ მოვლენების დროს ჯონს იჭერენ და დანარჩენებთან ერთად,არტური გადაწყვეტს გადაარჩინოს მეგობარი. ამაზე დაჩს ნეგატიური რეაქცია აქვს. მალევე,მორგანი ავად ხდება და გონს კარგავს. ექიმთან ვიზიტის შემდეგ მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. არტური ხვდება,რომ სიკვდილი გარდაუვალია და იწყებს ფიქრს ცხოვრების არსსა და მორალზე. მას სურვილი უჩნდება,დაიცვას ბანდის ჯერ კიდევ ერთგული წევრები,განსაკუთრებით ჯონი და მისი ოჯახი. ჯონის ციხიდან გამოყვანის შემდეგ,არტური ამბობს,რომ მათი ლიდერი ძალიან შეიცვალა,სრულიად სხვა ადამიანი გახდა და უკვე აკვიატებები და პარანოია აქვს.
არტურის ეჭვები მართლდება,როცა დაჩი მიატოვებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს და დაჭრილ ჯონს არც კი ეხმარება. როდესაც დაჩი ყურად არ იღებს თხოვნას,რომ გადაარჩინონ ჯონის ცოლი აბიგეილი პინკერტონის დეტექტივებისგან, არტური ტოვებს ბანდას. ის აღმოაჩენს, რომ მიკა ბელი ღალატობდა დაჩს და პინკერტონების ინფორმატორი იყო. ის ბრუნდება დაჩთან, რომ შეატყობინოს მოღალატის შესახებ, მაგრამ დაჯერების ნაცვლად ვან დერ ლინდი თავად არტურსა და ჯონს უწოდებს მოღალატეებს. როდესაც პინკერტონები ბანაკში შეიჭრებიან,არტური და ჯონი გარბიან. მეგობრის თხოვნის შემდეგ ჯონი ბრუნდება ოჯახთან,ხოლო მიკა ბელი უსაფრდება არტურს და ისინი ჩხუბს იწყებენ. ორთაბრძოლაში დაჩი ერევა. სიკვდილის პირას მყოფი მორგანი რწმუნებს მას,რომ მიატოვოს მიკა და წავიდეს. თუ თამაშის განმავლობაში არტურს აქვს მაღალი ღირსება,ის მიკას მიერ მიყენებული ჭრილობებისა და დაავადების გართულების გამო მშვიდად კვდება მზის ამოსვლის ფონზე,ხოლო თუ დაბალი ღირსება აქვს,მას თავად მიკა მოკლავს.