არტურ ედიგარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტურ ედიგარიანი
Arthur Yedigaryan.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არტურ ედიგარიანი
დაბადების
თარიღი
26 ივნისი, 1987 (1987-06-26) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
დაცვითი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ალაშკერტი
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
2004 - 2006 პიუნიკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006 - 2011 პიუნიკი 68 (9)
2009 - 2011   პასი 38 (4)
2011   ბანანცი 17 (4)
2012 ხიმკი 9 (1)
2012 პიუნიკი 3 (1)
2012 - 2013 გოვერლა 19 (0)
2013 - 2014 კაირატი 38 (1)
2015 დინამო მინსკი 14 (1)
2016 - 2019 ალაშკერტი 86 (7)
2019 პროლეტერი 3 (0)
2019 - ალაშკერტი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2003 სომხეთის 17-წლამდელთა 2 (0)
2005 სომხეთის 19-წლამდელთა 3 (0)
2006 - 2008 სომხეთის 21-წლამდელთა 7 (0)
2008 - 2015 სომხეთი 41 (0)
2018 - დასავლეთ სომხეთი 6 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არტურ ედიგრიანი (სომხ. Արթուր Եդիգարյան; დ. 26 ივნისი, 1987, ერევანი, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით დაცვითი ნახევარმცველი. ამჟამად იგი თამაშობს დასავლეთ სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ ალაშკერტში.

არტურ ედიგარიანი 2008-15 წლებში სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე იყო. დღესდღეობით იგი წარმოადგეს დასავლეთ სომხეთის ეროვნულ ნაკრებს. იგი იყო იმ პიუნიკის წევრი, რომელმაც სომხეთის პრემიერლიგის მოგება 2006-2009 წლებში მოახერხა; აგრეთვე ედიგარიანი ირიცხება იმ ალაშკერტში, რომელმაც ხსენებული ტურნირი 2015-2018 წლებში მოიგო. მას აქვს ისეთ ქვეყნებში თამაშის გამოცდილება, როგორებიც არიან: ირანი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტურ ედიგარიანი დაიბადა ერევანში, სომხეთში, ფეხბურთელების ოჯახში; არტური და მისი ძმა არტაკი წარმოადგენენ ოჯახის მესამე თაობას, რომლებმაც პროფესიონალური ფეხბურთი ითამაშეს. არტურმა ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო. ედიგარიანების ოჯახი ცხოვრობდა ერევნის რესპუბლიკური სტადიონი გვერდით მდებარე სახლში. მისი პირველი მწვრთნელი იყო ჰოვიკ ღაზანჩიანი. მას დამთავრებული აქვს კლუბ პიუნიკის საფეხბურთო სკოლა. 19 წლის ასაკში იგი გახდა იმ პიუნიკის პირველი გუნდის წევრი, რომელმაც 2006, 2007, 2008, 2009 წლებში სომხეთის პრემიერლიგა, 2009 წელს სომხეთის თასი, ხოლო 2007, 2008 წლებში სომხეთის სუპერთასი მოიგო. 2009 წლის სომხეთის პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე, იგი იჯარით ირანის პრო ლიგის კლუბ „პასი ჰამედანში“ გადავიდა.[2] ეს იყო მისი პირველი საზღვარგარეთული გამოცდილება.[1]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტურ ედიგარიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2008 წლის 2 თებერვალს, მალტას წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში. 2008-2015 წლებში იგი ნაკრების მაისურით 41 თამაშში გამოჩნდა.

2018 წლის მაისში არტურ ედიგარიანი დასავლეთ სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა გამოიძახა, რათა მონაწილეობა მიეღო 2018 წლის ConIFA-ს მსოფლიო საფეხბურთო თასზე. 2018 წლის ივნისში იგი კვლავ გამოიძახეს დასავლეთ სომხეთის ნაკრებში; ამჯერად მას მონაწილეობა 2019 წლის CONIFA-ს ევროპის საფეხბურთო თასე უნდა მიეღო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტურის ახალგაზრდა ძმა, ატრაკ ედიგარიანი აგრეთვე თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. მათი მამა, გეგამ ედიგარიანი იყო საბჭოთა ფეხბურთელი; მათი პაპა ფელიქს ვერანიანი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო. არტურის მეუღლის სახელია გაიანა. წყვილი ადრე კლასელები იყვნენ. მათ ჰყავთ ქალიშვილი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიუნიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბ პიუნიკში ედიგარიანს მოგებული აქვს: სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (2006, 2007, 2008, 2009), სომხეთის თასი (2009, 20013) და სომხეთის სუპერთასი (2007, 2008).

კაირატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბ კაირატში მოგებული აქვს 2014 წლის ყაზახეთის თასი.

ალაშკერტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბ ალაშკერტში მოგებული აქვს: სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (2015-16, 2016-17, 2017-18) და სომხეთის თასი (2019).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Artur Yedigaryan at National-Football-Teams.com
  2. Артур Едигарян: уверен, лучшие игры у меня еще впереди დაარქივებული 2019-12-10 საიტზე Wayback Machine. (in Russian). ArmFootball.com. Retrieved 24 March 2013.