არტური (უელსის პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცი არტური
Arthur, Prince of Wales

პრინცი არტური 1500 წელს
უელსის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 1491
მმართ. დასასრული: 2 აპრილი, 1502
წინამორბედი: ედუარდი
მემკვიდრე: ჰენრი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 სექტემბერი, 1486
დაბ. ადგილი: ლონდონი
მეუღლე: კატალინა არაგონელი
მამა: ჰენრი VII
დედა: ელისაბედ იორკელი
რელიგია: კათოლიციზმი

პრინცი არტური (ინგლ. Prince Arthur; დ. 20 სექტემბერი, 1486 — გ. 2 აპრილი, 1502) — ინგლისის პირველი ტიუდორი მეფის, ჰენრი VII-ისა და მისი მეუღლის, ელისაბედის უფროსი ვაჟი. მოიაზრებოდა ტახტის ერთადერთ მემკვიდრედ, ატარებდა უელსის პრინცის, ჩესტერის ერლისა და კორნუოლის ჰერცოგის ტიტულებს.

პრინცი არტური 1486 წელს დაიბადა. მამამისი მას დაბადებიდანვე მოიაზრებდა ტახტის მემკვიდრედ. როცა არტური სამი წლის გახდა, ჰენრიმ უკვე დაიწყო ფიქრი მის საცოლეზე. ხუთი წლის ასაკში არტურმა ოფიციალურად მიიღო უელსის პრინცის ტიტული. მას ასევე ჰყავდა ერთი და მარგარეტი და ერთი ძმა — იორკის ჰერცოგი ჰენრი, თუმცა პრინცი ჰენრი არტურზე ბევრად პატარა იყო და ტახტის მემკვიდრედ არ მოიაზრებოდა. 11 წლის ასაკში არტური კატალინა არგონელზე დაინიშნა.

არტურის მამა, ჰენრი ყველანაირად ცდილობდა, რომ არტურისთვის მეფის შესაფერისი განათლება მიეცა, ხოლო ჰენრის სასულიერო გზაზე დაყენებას უპირებდა. 1501 წელს არტური და ეკატერინე არგონელი დაქორწინდნენ, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ პრინცი არტური გარდაიცვალა. სავარაუდოდ, იგი დიაბეტმა ან ტუბერკულოზმა იმსხვერპლა.

არტურის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისი მეუღლე პრინც ჰენრიზე დაინიშნა. ჰენრი VII-მ ერთადერთ ვაჟს ქვეყნის მმართველობა შეასწავლა. 1509 წელს, ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისისა და ირლანდიის მმართველი პრინცი ჰენრი გახდა ჰენრი VIII-ის სახელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]