არტს-ენდ-კრაფტსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"არტიშოკი" - შპალერი, ჯონ ჰენრი დირლი.

არტს-ენდ-კრაფტსი — ბრიტანული და ამერიკული ესთეტიური მიმდინარეობა XIX საუკუნისა მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში. მიმდინარეობამ შთაგონება ჯონ რესკინის ნაშრომებსა და ხელოსანთა შემოქმედების რომანტიკული იდეალიზაციით მიიღო და მწვერვალს დაახ. 1880-1910 წლებში მიაღწია.

ეს იყო რეფორმისტული მოძრაობა, რომელმაც გავლენა იქონია ბრიტანულ და ამერიკულ არქიტექტურაზე, დეკორატიულ ხელოვნებაზე, ავეჯის დიზაინზე, ხელოსნობაზე და კოტეჯის მებაღეობაზეც კი. მისი ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ უილიამ მორისი, ჩარლზ რობერტ აშბი, უოლტერ კრეინი, ნელსონ დოუსონი, ჰერბერტ ტიუდორ ბაკლენდი, ჩარლზ რენი მაკინტოში, ქრისტოფერ დრესერი, უილიამ ლეთები, ფრენკ ლოიდ რაიტი და მხატვრები პრერაფაელიტთა მიმდინარეობიდან.

აშშ-ში ტერმინები "ამერიკელი კფარტსმენი", ან "კრაფტსმენის სტილი" ხშირიად არქიტექტურულ სტილზე, ინტერიერის დიზაინზე და დეკორატიული ხელოვნებაზე მიუთითებს, რომელიც არტ-ნუვოსა და არტ-დეკოს შორის პერიოდში დომინირებდა, ანუ დაახ. 1910-25 წლებში.