არტისტული გადატრიალება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არტისტული გადატრიალება
Artistuli.jpg
წიგნის გარეკანი
ავტორი ოთარ ჩხეიძე
გარეკანის მხატვარი ჯ.ზენაიშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი ისტორიული რომანი
გამომცემელი ლომისი, ჩვენი მწერლობა
გამოცემის თარიღი 1994

არტისტული გადატრიალებაოთარ ჩხეიძის რომანი. გამოიცა 1994 წელს.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბავი 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის პირველი კვირის მოვლენების ფონზე მიმდინარეობს.ნაწარმოები - დრამატულია, მოვლენები - ტრაგიკული. ოღონდ აღსანიშნავია: ავტორის სტილი უფრო ირონიულ-სატირულია, ვიდრე დრამატული, ანთუ ტრაგიკული. ეს ალბათ იმიტომ, რომ აქ, ამ რომანში, ადამიანებს არ გაეგებათ ან უჭირთ გაიგონ, თუ რასა სჩადიან, რა სურთ და რა შედეგი მოჰყვება მათს მოქმედებას. საყოველთაო დაბნეულობაში იკარგება საერთო მიზანი და თვითონაც ინთქმებიან მოვლენათა ქაოსში.რომანის გმირთა უმრავლესობა რეალური პირია (პრეზიდენტი გამსახურდია, კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა...). ნაწარმოებში ქალაქი ზუგდიდის სახელი ოდნავ შეცვლილი ფორმით არის მოცემული – გდიდი.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში ძირითადად რეალური ისტორიული პირები იყრიან თავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოთარ ჩხეიძე, არტისტული გადატრიალება, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არტისტული გადატრიალება საიტზე Goodreads