არტემ კალანდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტემ კალანდია
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1910(1910-12-17)
დაბ. ადგილი ზუგდიდი
გარდ. თარიღი 1991
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
საქმიანობა ქიმია

არტემ კალანდია (დ. 17 დეკემბერი, 1910, ზუგდიდის რაიონი — გ. 1991) — ქართველი ქიმიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტემ კალანდია დაიბადა 1910 წლის 17 დეკემბერს ზუგდიდში. 1932 წელს დაამთავრა სუბტროპიკების კულტურების საკავშირო ინსტიტუტი თბილისში. 1938 წელს დაამთავრა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1939 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქიმიის დარგში. 1939 წლიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად და შემდგომში იყო ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1954-1972 წლებში მუშაობდა ჯანმრთელობის სამინისტროს სანიტარული-ქიმიის ლაბორატორიაში რადიო-ქიმიური განყოფილების გამგედ. 1972-1975 წლებში იყო მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დეკანი.

ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემდეგ 1975 წ-დან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა რადიოქიმიურ პრობლემურ ლაბორატორიას. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში დაწერა სადოქტორო დისერტაცია რომელიც არ დაუცავს და ჩააბარა ინსტიტუტის ბიბლიოთეკას როგორც სახელმძღვანელო. ამის შემდეგ მას მიენიჭა პროფესორის წოდება.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორ არტემ კალანდიამ, რომელიც მუშაობდა ატომური ენერგიის და რადიაქტიული იზოტოპების სამშვიდობო მიზნების გამოყენებებისთვის, ამ დარგში მომუშავეთათვის გამოსცა წიგნი „რადიოქიმიისა და დოზიმეტრიის საფუძვლები“, რომლის პირველი გამოცემა 1964 წელს გამოვიდა.

არტემ კალანდიას კვლევებში დიდი ადგილი ეკავა ატომბირთვული ენერგიის და რადიაქტიული იზოტოპების გამოყენების პირობებში რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური გაჭუჭყიანებისაგან წყლისა და ჰაერის დაცვის პრობლემების შესწავლას. მან შეიმუშავა ფერადი მეტალურგიისა და ქიმიური ბოჭკოების წარმოების შედეგად გამოყოფილ აირებში ტოქსიკური ნივთიერებების შთანთქმისთვის ადსორბენტის მიღების მეთოდი, რომელიც იცავს ატმისფერულ ჰაერს მავნე აირებით გაჭუჭყიანებისაგან.

არტემ კალანდია ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური ინტიტუტის რადიოქიმიური კვლევის პრობლემურ ლაბორატორიას. იყო 80 მეცნიერული ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოს, ოთხი დამხმარე სახელმძღვანელოს და ოთხი მონოგრაფიის ავტორი.

არტემ კალანდია გარდაიცვალა 1991 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]