არტემ დაციშინი
| არტემ დაციშინი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
26 იანვარი 1979 ხერსონი, უკრაინის სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი |
17 მარტი 2022 (43 წლის) კიევი, უკრაინა |
| მოქალაქეობა |
|
| პროფესია | ბალეტის მოცეკვავე |
არტემ დაციშინი (უკრ. Артем Дацишин, დ. 26 იანვარი, 1979 – გ. 17 მარტი, 2022) — უკრაინელი ბალეტის მოცეკვავე, უკრაინის ეროვნული ოპერის სოლისტი. მთავარ პარტიებს ასრულებდა ჩაიკოვსკის „ გედების ტბასა“ და პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტაში “. საერთაშორისო კონკურსების ჯილდოების მფლობელი. გასტროლებზე დადიოდა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში. დაიღუპა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს რუსული არტილერიის ცეცხლის შედეგად.
ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტემ დაციშინი დაიბადა ხერსონში. დაამთავრა და კიევის საბალეტო დასთან არსებული კიევის ქორეოგრაფიული სკოლა. სწავლობდა ვ. პარსეგოვთან. [1] [2] სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა 1996 წლის სერჟ ლიფარის სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსში, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. [1] 1998 წლის რუდოლფ ნურიევის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე სხვა მონაწილესთან ერთად გახდა მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი, ვინაიდან პირველი ადგილი არავის დაუკავებია. [3]
1997 წელს დაციშინი გახდა უკრაინის ეროვნული ოპერის სოლისტი. იგი ასრულებდა წამყვან პარტიებს მარიუს პეტიპას და ლევ ივანოვის „ გედების ტბასა“ და „მაკნატუნაში“, ჟან კორალისა და ჟიულ პეროს „ ჟიზელში“, პეტიპას „ ბაიადერაში,“ პროკოფიევის „ რომეო და ჯულიეტაში“ და სხვა სპექტაკლებში. [2] [4] 2001 წლის სექტემბერში ლონდონის სადლერ'ს უელსის თეატრში პარტნიორობა გაუწია ანასტასია ვოლოჩკოვას. [5] 2004 წელს კიევის დასთან ერთად გამართა გასტროლები ესპანეთსა და მალიორკაზე, სადაც მთავარი პარტიები შეასრულა სპექტაკლებში „გედების ტბა“ და „მძინარე მზეთუნახავი“ . [6] 2014 წლის ოქტომბერში მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის ეროვნული ოპერის ლტოლვილი ბავშვებისთვის გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, სადაც იცეკვა კარენ ხაჩატურიანის მუსიკით და გენრიხ მაიოროვის 1995 წლის ქორეოგრაფიით დადგმულ ბალეტში „ჩიპოლინო“. ბევრ ახალ მოცეკვავესთან ერთად შეასრულა უფლისწულ ლემონის როლი დადგმაში „სასაცილოდ ამპარტავანი.“ გასტროლებზე იმყოფებოდა გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იაპონიაში, ლიბანში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. [1] [1] [7]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორეოგრაფ ალექსეი რიტმანსკის გადმოცემით, დაციშინი მძიმედ დაიჭრა 2022 წლის 26 თებერვალს რუსული მხარის მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად. BBC News-მა 43 წლის დაციშინის გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა 2022 წლის 19 მარტს. [8] [9]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 The ballet dancer of the National Opera of Ukraine Artem Datsyshyn died en (17 March 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2022. ციტირების თარიღი: 19 March 2022
- ↑ 2.0 2.1 Ballet soloist of the National Opera of Ukraine Artem Datsyshyn died as the result of shelling (17 March 2022). ციტირების თარიღი: 18 March 2022
- ↑ 3rd Rudolf Nureyev International Ballet Competition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 19 March 2022
- ↑ „Morto sotto le bombe il primo ballerino dell'Opera nazionale dell'Ucraina, Artem Datsishin aveva 43 anni“. ilmessaggero (იტალიური). 17 March 2022. ციტირების თარიღი: 19 March 2022.
- ↑ „Anastasia Volochkova – Programme I“. ilmessaggero. 2022. ციტირების თარიღი: 22 March 2022.
- ↑ „Russian ballet to tour Majorca“. majorcadailybulletin.com. 10 August 2004. ციტირების თარიღი: 22 March 2022.
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვისModern Ukraineარ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Frost, Caroline (March 19, 2022). „Ukrainian ballet star dies following Russian shelling in Kyiv: tributes praise "great artist"“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: March 19, 2022.
- ↑ Ukrainian ballet star Artem Datsyshyn dies after Russian shelling. BBC News (18 March 2022). ციტირების თარიღი: 18 March 2022