შინაარსზე გადასვლა

არტემის III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტემის III-ის ოთხკაციანი ეკიპაჟი

არტემის III (ინგლ. Artemis III) — მომავალი კოსმოსური ფრენის მისია პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში, რომელიც NASA-ს მთვარის კვლევის მეორე ეკიპაჟიანი მისია იქნება. მისი გაშვება 2027 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.[1] მისია არტემის II-ის მსგავსად ეკიპაჟს Space Launch System-ის (SLS) რაკეტა-მატარებლით გააფრენენ და შემდგომ „ორიონის“ (Orion) კოსმოსური ხომალდით გაარძელებს მოგზაურობას.

მისიის ფარგლებში იგეგმება შეპირაპირება დედამიწისახლო ორბიტაზე ერთ ან ორ კომერციულ Human Landing System (HLS) ხომალდთან (SpaceX-ის Starship HLS და Blue Origin-ის Blue Moon). მისიის დროს შეფასდება კოსმოსური აპარატების დაახლოებისა და შეპირაპირების პროცესი და შესაძლოა, ასევე მოიცავდეს კოსმოსური სკაფანდრის Axiom Extravehicular Mobility Unit (AxEMU) საიმედოობის შეფასებასაც. ზოგადად მისია მსგავსი იქნება „აპოლოს“ პროგრამის ფარგლებში აპოლო 9-ის.

თავდაპირველად „არტემის III“, 1972 წელს აპოლო 17-ის შემდეგ მთვარეზე, როგორც ეკიპაჟიანი პირველი დაშვებად იყო დაგეგმილი. თუმცა, 2023 წლისთვის NASA-მ მიუთითა, რომ მისია შეიძლებოდა დაშვების გარეშე გაგრძელებულიყო ორიონის კოსმოსური ხომალდის თერმული ფარის პრობლემებისა და Starship HLS-ის შემუშავებაში შეფერხებების გამო. შესწავლილი ალტერნატიული კონცეფციები მოიცავდა ეკიპაჟის ვიზიტს ამჟამად გაუქმებულ Lunar Gateway კოსმოსურ სადგურზე და Orion-სა და Starship HLS-ს შორის დედამიწის დაბალ ორბიტაზე დამაგრების ტესტს.

2026 წლის 27 თებერვალს, NASA-ს ადმინისტრატორმა ჯარედ ისააკმანმა დაადასტურა არტემის III-ის გადამუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დედამიწის ორბიტაზე ერთი ან ორივე სადესანტო ხომალდით ტესტების ჩატარებას, ხოლო არტემის IV სავარაუდოდ არტემისის პროგრამის პირველ ეკიპაჟის მთვარის დაშვების მისიად დაინიშნა, რომელიც 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.

2026 წლის 9 ივნისს NASA-მ არტემის III-ის ეკიპაჟის წევრები ჩამოაყალიბა შემდეგი შემადგენლობით: რენდოლფ ბრესნიკი (მეთაური), ლუკა პარმიტანო, ფრენკ რუბიო და ანდრე დუგლასი.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Clark, Stephen (April 28, 2026). „Put it in pencil: NASA's Artemis III mission will launch no earlier than late 2027“. Ars Technica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2026-04-28.
  2. NASA. (2026-06-02) NASA's Artemis III Announcement. ციტირების თარიღი: 2026-06-09