შინაარსზე გადასვლა

არტემისია II კარიელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტემისია II კარიელი
ძვ. ბერძნ. Ἀρτεμισία
დაბ. თარიღი უცნობია
გარდ. თარიღი ძვ. წ. 350[1]
გარდ. ადგილი ჰალიკარნასი, კარია
საქმიანობა სუვერენი
მეუღლე მავსოლე[1]
მამა ჰეკატომნუსი
შვილ(ებ)ი პიქსოდარუსი

არტემისია II კარიელი (ბერძნული: Ἀρτεμισία; გარდაიცვალა ძვ.წ. 351 წ.[2]) საზღვაო სტრატეგი, მეთაური და კარიის მმართველის, მაუსოლისის და, და მოგვიანებით მეუღლე (ინცესტი), და მემკვიდრე. მაუსოლოსი იყო სატრაპი აქემენიდების იმპერიის რიგებში, თუმცა სამეფო დინასტიური სტატუსით სარგებლობდა ჰეკატომნიდების დინასტია. მაუსოლოსის სიკვდილის შემდეგ, არტემისიამ მეფობა მიიღო ორი წლის განმავლობაში, 353–351 წწ. მისი გამეფებისად დაიწყო აჯანყება, ზოგიერთი კუნძულისა და სანაპირო ქალაქების მმართველობის ქვეშ, რადგან ისინი წინააღმდეგნი იყვნენ ქალის მეფობის.[3]: მისი მმართველობა გაგრძელდა იმავე პრინციპებზე დაყრდნობით, როგორიც მის მეუღლის მმართველობა იყო; განსაკუთრებით, მხარს უჭერდა ოლიგარქიული პარტიის პოზიციებს როდოსის კუნძულზე.

არტემისია ძმის-მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მწუხარებაში ჩავარდა და მისი ექსტრავაგანტული და უცნაური ქმედებების გამო, მას მოგვიანებით უწოდეს „დამკვიდრებული მაგალითი პატიოსანი ქვრივობისა და ყველაზე წმინდა და იშვიათი სიყვარულისა“, ჯოვანი ბოკაჩოს სიტყვებით.[4] ხელოვნებაში ის ჩვეულებრივ წარმოდგენილია როგორც ქმრის სულთან ერთად სასმლით შეხამებული.

კაცის და ქალის ქანდაკებები, რომლებიც ტრადიციულად დაკავშირებულია რ არტემისია II - სთან და მაუსოლოსისთან, დაახლოებით ძვ.წ. 350 წ., ბრიტანეთის მუზეუმი.

არტემისია II-ის მამას, სავარაუდოდ ერქვა ჰეკატომნოსი, თუმცა მისი დედის ვინაობაზე ცოტა რამ ვიცით. არსებობს ვარაუდი, რომ მის დედას შესაძლოა რქმეულიყო — აბა, რომელიც იყო ჰიქსალდომოსის ქალიშვილი და ჰეკატომნოსის და. თუმცა ეს შეხედულება არაერთი ისტორიკოსის მიერ უარყოფილ იქნა, რადგან თვლიდნენ, რომ ჰეკატომნიდების დინასტიის წევრები მხოლოდ სიმბოლურად ეყრებოდნენ ცოლად ერთმანეთს და, მიუხედავად იმისა, რომ აბა მოიაზრებოდა, როგორც მისი მეუღლე,არ არის მაინც ცნობილი ის იყო თუ არა ჰეკატომნოსის შვილების დედა.

არტემისია ცნობილია გამორჩეული გლოვითა და მწუხარებით, ქმრის (ძმის) მაუსოლოსის მიმართ, მისი გარდაცვალების შემდეგ. მასზე ამბობდნენ, რომ მას, მისი ქმრის ნეშტის ნაცარი ჰქონდა შენახული, რომელსაც სასმელში იყრიდა და ყოველდღიურად სვამდა. არტემისიამ ბრძანა, რომ ბერძნენ ისტორიკოსებს, მის მეუღლეზე მხოლოდ პატივით უნდა ესაუბრათ, ხოლო მისი სახელისა და ხსოვნის მარადისობისთვის არტემისიამ ჰალიკარნასში ააშენა ცნობილი „მაუსოლეუმი“, რომელიც შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი იყო, ძველ მსოფლიოში.

არტემისია ასევე ცნობილი იყო ,ფლოტის ხელმძღვანელობით. მან დიდი როლი ითამაშა ეგეოსის ზღვის სამხედრო-საომარ საკითხებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ათენის საზღვაო უპირატესობამ იკლო ხმელთაშუაზღვაში. თავდაპირველად, როდოსის რესპუბლიკა დაუპირისპირდა არტემისიას, ვინაიდან მათთვის მიუღებელი იყო ქალის მმართველობა კარიაში. ამის საპირწონედ, როდოსმა გაგზავნა ფლოტი არტემისიის წინააღმდეგ, თუმცა არ იცოდნენ, რომ მის გარდაცვლილ ქმარს, ჰქონდა აშენებული საიუდუმლო პორტი. არტემისიამ თავის მეზღვაურებს უბრძანა ამ პორტში, ფლოტის გადამალვა. არტემისია, როდოსელების მხრიდან გამოგზავნილ ფლოტს პატივით შეხვდა და ქალაქის კედლებთან მისულებს, მათ მოუწოდა ქალაქში შესულიყვნენ. როდესაც როდოსელებმა დაიწყეს გემებიდან გადმოსვლა, არტემისიამ თავისი ფლოტი და არმია გაიყვანა საიდუმლო გამოქვაბულით და გადავიდა მთავარ პორტში, ისე, რომ ეს ქალაქში გადმოსულმა როდოსელებმა, ვერ შეამჩნიეს. მან დაიკავა, როდოსელების ცარიელი გემები, ხოლო როდოსელი მამაკაცები, რომლებიც გადმოსულები იყვნენ, საბოლოოდ ქალაქში ამოხოცეს. საბოლოოდ, არტემისიამ თავისი არმია გააგზავნა, როდოსელთა ქალაქში, როდესელებისვე გემებით. როდოსელებს, ეგონათ, რომ თავიანთი ფლოტი გამარჯვებული დაბრუნდა უკან და მათ მარტივად შეუშვეს ისინი ქალაქში. საბოლოოდ არტემისიას არმიამ ქალაქი მზაკვრული გეგმით აიღო და როდოსი დაიპყრეს.

პოლიენე თავის ნაშრომში, სტრატეგემები, მერვე წიგნში მოგვითხრობს, რომ როდესაც არტემისიას (შეიძლება იგულისხმებოდეს არტემისია I, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ საუბარია არტემისია II-ზე) სურდა ლატმოსის დაპყრობა, მან ჯარები გადამალა და განათავსა ქალაქის მახლობლად, ხოლო თვითონ ქალებთან, ევნუხებთან და მუსიკოსებთან ერთად ღმერთთა დედის წმინდა ჭალაში მსხვერპლშეწირვა ჩაატარა. ეს ადგილი ქალაქიდან დაახლოებით შვიდი კილომეტით იყო დაშორებული. როდესაც ლატმოსის მცხოვრებლებმა ცერემონიის სანახავად დატოვეს ქალაქი, არტემისიას ჯარებმა ის შეუმჩნევლად დაიკავეს.

ჰალიკარნასის მავზოლეუმის მასშტაბური მოდელი, მინიათურკი, სტამბოლი .

არტემისიას მიერ აგებული კიდევ ერთი ცნობილი მონუმენტი მდებარეობდა როდოსზე და ის არტემისიას მიერ კუნძულის დაპყრობის აღსანიშნავად დადგეს. მას შემდეგ, რაც როდოსელებმა კვლავ მოიპოვეს თავისუფლება, მათ მონუმენტთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს და ადგილი მიუდგომელი გახადეს, რის გამოც მოგვიანებით ამ ადგილს ეწოდა აბატონი (ბერძნ. ἄβατον), რაც ნიშნავს „არ შეეხოს“ ან „მიუწვდომელ ადგილს“. ბრინჯაოს ქანდაკებაზე არტემისია, გამოსახული იყო, როგორც როდოსის ქალღმერთი.[5]

მოგვიანებით ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგეხსენებათ, რომ არტემისია ქმრის ფერფლს სვამდა. ეს თემა საკმაოდ გავრცელებული იყო ნახატებში რენესანსის პერიოდის შემდეგ, განსაკუთრებით კი XVII საუკუნის შუა პერიოდში ჰოლანდიის ოქროს ხანის მხატვრობაში. ამ თემაზე ნახატები ჰქონდა რემბრანდტს (პრადოს) და სხვა მხატვრებს. ეს ალბათ განპირობებული იყო 1614 წელს გამოქვეყნებული ჰოლანდიური თარგმანით — ვალერიუს მაქსიმუსის „ანეკდოტები“, რომელიც მოღვაწეობდა ტიბერიუსის მეფობის დროს. რემბრანდტმა, როგორც ჩანს, წაიკითხა და გამოიყენა ეს წიგნი.[6]

არტემისია ყოველთვის წარმოდგენილი იყო ჭიქით ან ურნით, მარტო ან მსახურების ჯგუფთან ერთად, რომლებიც ამზადებდნენ ან უყრიდნენ სასმელს. თემა, შესაბამისად, ძალიან ჰგავს სოფონისბას მიერ შხამის მიღებას, და რემბრანტის ნამუშევარი, ასევე დონატო კრეტის სურათი, რომელიც დაცულია ეროვნული გალერეაში, წარმოადგენს იმ ნამუშევრების მაგალითებს, სადაც სიუჟეტის განსაზღვრა ორ ვარიანტს შორის — ერთმანეთისადმი გაურკვეველი რჩება..[7]

სხვა კულტურული მითითებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არტემისია ასევე ცნობილი, როგორც „ჩინური აბზინდა.

არტემისიას შესახებ სრულყოფილი ბიოგრაფია მოცემულია „ცნობილ ქალებზე“ (De mulieribus claris) — ბიოგრაფიულ კრებულში, რომელიც ეხება ისტორიულ და მითოლოგიურ ქალებს და რომლის ავტორია ფლორენციელი მწერალი ჯოვანი ბოკაჩო. ეს ნაშრომი დაწერილია 1374 წლამდე. ბოკაჩო არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ არტემისიას ქმარი მისი ძმა იყო („...მისი მშობლებისა და სამშობლოს შესახებ ჩვენამდე ცნობები არ მოღწეულა...“) და მას დიდად აქებს: „შთამომავლობისთვის იგი წარმოადგენს წმინდა ქვრივობისა და უწმინდესი, უიშვიათესი სიყვარულის მარადიულ მაგალითად“.[4]

პლინიუსი აცხადებს, მცენარეს სახელად Artemisia-ს დაარქვა მეფე არტემისია II კარიელის სახელი, რომელიც ასევე იყო ბოტანიკოსი და სამედიცინო მკვლევარი.[8][9][10] ხოლო, მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტისგან — არტემიზინინისგან, რომელიც წარმოსდგება მცენარის სახეობის Artemisia annua-დან, ასევე წარმოიშვა მეფე არტემისია II კარიელის სახელიც.[10]:

ვიკიციტატა
Mulieres quoque hanc gloriam adfectavere, in quibus Artemisia uxor Mausoli adoptata herba, quae antea parthenis vocabatur.

„ქალებიც ცდილობდნენ ამ აღიარების მოპოვებას — მათ შორისა არტემისიაც, მაუსოლოსის ცოლი, რომლის სახელიც დაერქვა მცენარეს, რომელსაც მანამდე პართენისი ეწოდებოდა.“ XXV.xxxvi.73[11] [12]

არტემისია II კარიელი ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„არტემისია ემზადება თავისი ქმრის, მაუსოლოსის, ფერფლის დასალევად“
გრისელდა, ისტორიის ოსტატი, სიენა, XV საუკუნე, ერთ-ერთი ილუსტრაცია იმ გმირებისა და გმირ ქალებისა., რომლებიც ღირსეულად იქცეოდნენ საპირისპირო სქესის მიმართ.
რემბრანტი, დაახლოებით 1634 წელი.
გერიტ ვან ჰონტჰორსტი, დაახლოებით 1635 წელი, პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი.
ერასმუს კველინუს II, 1652 წელი.
დომენიკო ფეტი
არნოლდ ჰოუბრაკენი, 1719 წლამდე.
იოჰან ჰაინრიხ ტიშბაინი, 1775 წელი, პორტრეტი — გრაფინია აუგუსტა როისი ებერსდორფიდან, დედოფალ ვიქტორიის ბებია, არტემისიას სახით.
შონბრუნის სასახლე, ვენა, 1773–1780 წლები.
არტემისია II-ის ქანდაკება ვერსალში.
  • Fabre-Serris, Jacqueline; Keith, Alison (2015-12-15). Women and War in Antiquity. JHU Press. p. 235. ISBN 978-1-4214-1763-9.
  • Pennington, Reina (2003). Amazons to Fighter Pilots: A biographical dictionary of military women. Westport, CT: Greenwood Press. pp. 27–28. ISBN 0313327076.
  • Diodorus Siculus, Bibliotheca, xvi. 36, 45; Demosthenes, Speeches, "On the liberty of the Rhodians", 11, 27
  • Boccaccio, Giovanni (2003). "Chapter 57". De mulieribus claris [On Famous Women]. Translated by Brown, Virginia. Harvard University Press. pp. 115–118. ISBN 0-674-01130-9. ISBN 9780674011304
  • Cadwallader, Alan H.; Trainor, Michael (2011-12-07). Colossae in Space and Time: Linking to an Ancient City. Vandenhoeck & Ruprecht. ISBN 978-3-647-53397-1.
  • Carney, Elizabeth D.; Müller, Sabine (2020-11-09). The Routledge Companion to Women and Monarchy in the Ancient Mediterranean World. Routledge. ISBN 978-0-429-78398-2.
  • Sears, Matthew A. (2014). "Alexander and Ada Reconsidered". Classical Philology. 109 (3): 213. doi:10.1086/676285. ISSN 0009-837X. JSTOR 10.1086/676285. S2CID 170273543. Hecatomnus had several children, all of whom would rule at some point following his death. After his eldest son Mausolus, his other children were Artemisia, Idrieus, Ada, and Pixodarus. The children of Hecatomnus practiced monogamous sibling marriage, with Mausolus marrying Artemisia and Idrieus marrying Ada.
  • Cicero, Tusculanae Disputationes, iii. 31; Strabo, Geography, xiv. 2; Aulus Gellius, Noctes Atticae, x. 18; Pliny, Natural History, xxv. 36, xxxvi. 4; Valerius Maximus, Facta et dicta memorabilia, iv. 6; Suda, s.v. "Artemisia", "Mausolos"
  • Schuddeboom, Feyo (2009-10-31). Greek Religious Terminology – Telete & Orgia: A Revised and Expanded English Edition of the Studies by Zijderveld and Van der Burg. BRILL. ISBN 978-90-474-4049-9.
  • Polyaenus. Stratagems. book 8, 53.4. Artemisia planted soldiers in ambush near Latmus; and herself, with a numerous train of women, eunuchs and musicians, celebrated a sacrifice at the grove of the Mother of the Gods, which was about seven stades distant from the city. When the inhabitants of Latmus came out to see the magnificent procession, the soldiers entered the city and took possession of it. Thus did Artemisia, by flutes and cymbals, possess herself of what she had in vain endeavoured to obtain by force of arms.
  • Vitruvius, De architectura, ii. 8
  • Golahny, Amy (2003). Rembrandt's Reading: The artist's bookshelf of ancient poetry and history. Amsterdam University Press. pp. 129-133. ISBN 9789053566091. ISBN 9053566090
  • Finaldi, Gabriele; Kitson, Michael (1997). Discovering the Italian Baroque: the Denis Mahon collection. London, UK; New Haven, CT: National Gallery Publications; Yale U. Press. p. 56. ISBN 1857091779.
  • "Artemisia II". Etymology. Encyclopedia Britannica. article 9009683. Retrieved 7 June 2012.
  • Comstock, John Lee (1833). An Introduction to the Study of Botany. D.F. Robinson & Company. p. 175. In which the science is illustrated by examples of native and exotic plants: Designed for the use of schools and private students.
  • "Artemisinin". Etymologia. Emerging Infectious Diseases. 20 (7). Centers for Disease Control: 1217. July 2014. doi:10.3201/eid2007.ET2007. PMC 4073852. Retrieved 4 July 2014.
  • Pliny the Elder. Natural History. Translated by Henderson, Jeffrey. Loeb Classics.
  • Lacus Curtius • Pliny the Elder's Natural History. University of Chicago. book 25, pages XXV.xxxvi.73.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Любкер Ф. Artemisia // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 164–165.
  2. Fabre-Serris, Jacqueline; Keith, Alison (2015-12-15) Women and War in Antiquity (en). JHU Press, გვ. 235. ISBN 978-1-4214-1763-9. 
  3. Pennington, Reina (2003). Amazons to Fighter Pilots: A biographical dictionary of military women. Westport, CT: Greenwood Press, გვ. 27–28. ISBN 0313327076. 
  4. 4.0 4.1 Boccaccio, Giovanni (2003). „Chapter 57“, De mulieribus claris. Harvard University Press, გვ. 115–118. ISBN 0-674-01130-9.  ISBN 9780674011304
  5. Vitruvius, De architectura, ii. 8
  6. Golahny, Amy (2003). Rembrandt's Reading: The artist's bookshelf of ancient poetry and history. Amsterdam University Press, გვ. 129-133. ISBN 9789053566091.  ISBN 9053566090
  7. (1997) Discovering the Italian Baroque: the Denis Mahon collection. London, UK; New Haven, CT: National Gallery Publications; Yale U. Press, გვ. 56. ISBN 1857091779. 
  8. Artemisia II. ციტირების თარიღი: 2012-06-07
  9. Comstock, John Lee (1833) An Introduction to the Study of Botany (en). D.F. Robinson & Company, გვ. 175. „In which the science is illustrated by examples of native and exotic plants: Designed for the use of schools and private students.“ 
  10. 10.0 10.1 „Artemisinin“. Etymologia. Emerging Infectious Diseases. Centers for Disease Control. 20 (7): 1217. July 2014. doi:10.3201/eid2007.ET2007. PMC 4073852. ციტირების თარიღი: 4 July 2014.
  11. Pliny the Elder. Natural History (en). Loeb Classics. 
  12. Lacus Curtius • Pliny the Elder's Natural History. University of Chicago.