არტემიზია ჯენტილესკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არტემიზია ჯენტილესკი, ავტოპორტრეტი, როგორც ფერწერის ალეგორია, 1638-9, სამეფო კოლექცია

არემიზია ჯენტილესკი ან არტემიზია ლომი (დ. 8 ივლისი, 1593 — გ. 1656) — იტალიელი ბაროკოს მხატვარი, დღესდღეობით ითვლება კარავაჯოს შემდგომი თაობის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მხატვრად. ეპოქაში, როდესაც ქალი მხატვრები იოლად არ იყვნენ მიღებულნი საზოგადოების მიერ, იგი იყო პირველი ქალი Accademia di del Arte Disegno-ს წევრი ფლორენციაში და ჰყავდა საერთაშორისო კლიენტებიც.[1]

ივდითი და მისი მხევალი, 1625- დეტროიტი ხელოვნების ინსტიტუტი

იგი ცნობილი იყო ქალის ფიგურის დამაჯერებლად ასახვით: სრულად ჩაცმულისა თუ შიშვლის.[2][3] არტემიზი ასევე ფერების გამოყენებითაც იყო ცნობილი, როგორც სრული შემადგენლობით, ასევე სიღრმის მიცემით.[4][5]

იმ ფაქტმა, რომ იგი ქალი მხატვარი იტო მეჩვიდმეტე საუკუნეში, რომ იგი აგოსტინო ტასიმ გააუპატიურა ახალგაზრდობაში და მოძალადის ბრალდებაში მიიღო მონაწილეობა, დიდი ხნით დაჩრდილა თავისი მიღწევები.[6] მრავალი წლის განმავლობაში იგი ცნობისმოყვარეობით განიხილებოდა, ხოლო დღეს იგი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ექსპრესიული მხატვარი თავისი თაობიდან.

თანამედროვე ქალი მხატვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ქალისთვის არტემიზია, როგორც მხატვარი წარმოდგენილია იშვიათ და რთულ არჩევნად,  მაგრამ არა გამონაკლისად. არტემიზიამდე, მეთექვსემეტე საუკუნის ბოლოსა და მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, სხვა ქალ მხატვრების წარმატებული კარიერები ჰქონდათ, მათ შორის სოფონისბა აგნისოლა (დაიბადა კრემონაში დაახლოებით 1530 წელს, პალერმოში 1625 წლის გარშემო), მიწვეული იყო ესპანეთში მეფე ფილიპე II-ის მიერ და ლავინია ფონტანა (ბოლონია, 1552, რომში 1614) გაემგზავრა რომში პაპი კლემენტ VIII-ს მოწვევით. მოგვიანებით, ფედე გალიციამ (მილანი ან ტრენტო, 1578, მილანი 1630) დახატა ნატურმორტები და ივდითი და ჰოლოფერნესის თავი“.

სხვა ქალმა მხატვრებმა დაიწყეს თავისი კარიერა, როდესაც არტემიზია ცოცხალი იყო. რობერტო ლონგი აფასებდა სხვა მხატვრების დამსახურებებს და მისი ნათქვამი, რომ არტემიზია იყო „ერთადერთი ქალი იტალიაში, რომელმაც იცოდა ფერწერა“ აშკარად არასწორი იყო. ეჭვგარეშეა, რომ არტემიზია აგრძელებს ქალ მხატვრებს შორის ყველაზე პრესტიჟულად და ამაყად დგომას. მან ასევე დაიკავა საკუთარი ადგილი ბაროკოს დიდ მხატვრებს შორის.

რჩეული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბისელ რ. ვარდი „არტემიზია ჯენტილესკი და კრიტიკული კითხვის ავტორიტეტი“. University Park: Pennsylvania State University Press, 1999.
  2. პატრიცია კავაზინი, „არტემიზია მამამისის სახლში“ „ორაზიო და არტემიზია ჯენტილესკი“-დან. (ნიუ-ჰევენი და ლონდონი, 2001), 283-95.
  3. მერი დ. გერარდი, „არტემიხია ჯენტილესკის ავტოპორტრეტი, როგორც ფერწერის ალეგორია“ The Art Bulletin, ნაწ. 62, ნ.1 (მარტი,1980) გვ.97-112.
  4. Aადელინა მოდესტინი, „'Il Pennello Virile': ელიზაბეტა სირანი და არტემიზია ჯენტილესკი, როგორც გავაჟკაცებული მხატვრები?“, „არტემიზია ჯენტილესკი ცვალებად სინათლეში“ შელია ბარკერი (Turnhout, 2018)
  5. ჯეს ლოკერი, „არტემიზია პოეტების თვალიდან“, „არტემიზია ჯენტილესკი: მხატვრობის ენა“ (ნიუ-ჰევენი: Yale University Press, 2015)
  6. ელიზაბეტ დ. კოჰენი, „არტემიზია ჯენტილესკის გამოცდა: გაუპატიურება, როგორც ისტორია“, „მეთექვსმეტე საუკუნის ჟურნალი“ XXXI/1 (2000): 47-75