არტეზიული წყლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არტეზიული ჭა)
არტეზიული წყლების სქემა

არტეზიული წყლები — ღრმად განლაგებულ წყალგაუმტარ შრეებს შორის მოქცეული ჰიდრავლიკურ წნევიანი მიწისქვეშა წყალი. ასეთი წყალი ცნობილი იყო საფრანგეთში XII საუკუნიდან. არტეზიული წყლების არსებობას განაპირობებს სინკლინურ ან მონოკლინურ სტრუქტურაში წყალგაუმტარ შრეებს შორის წყალშემცველი შრის მდებარეობა. ამგვარ წყალშემცველ სტრუქტურას არტეზიული აუზი ეწოდება.

არტეზიული წყალი შეიძლება იყოს სასმელი, სამრეწველო, სარწყავი, თერმული და სამკურნალო.

საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არტეზიული აუზებია: ბზიფის, კოდორის, სამეგრელოს, კოლხეთის დაბლობის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, წყალტუბოს, არგვეთის, ქართლის, ალაზნის, იორ-შირაქის, მარნეულ-გარდაბნისა და ახალციხის.

სახელწოდება მომდინარეობს საფრანგეთის პროვინციის არტუას (ლათ. Artesium) სახელწოდების მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 588.
  • ოვჩინიკოვი ა., ზოგადი ჰიდროგეოლოგია, თბ., 1964.